შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი ფაქტების დროული გამოვლენა. შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს და ამონიტორინგებს ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ ყველა შესაძლო შემთხვევას.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში – ულრიკ ტიდესტრომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

ამასთანავე, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მომხსენებლებად მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ მახარაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამარ ბარკალაია და სახალხო დამცველის ოფისის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სოფიო რუსეცკი.

გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე და ხაზს უსვამენ ასეთი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, საპოლიციო დანაყოფებისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. აგრეთვე, ჩატარდება ნახატების კონკურსი.

კამპანიის ფარგლებში, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები. დამზადდა კამპანიის სიმბოლოებიანი სანიშნეები, მაისურები, გულსაბნევები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას გადაეცემა სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების…
  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 70
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…