ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო ჩატარდა. პროცესზე განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერჯერობით მსგავსი სახის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დაკომპლექტებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისაგან. „ნაფიცმა მსაჯულებმა“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუსმინეს ორივე მხარე, გაეცნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, შესავალ და დასკვნით სიტყვებს. პროცესის ბოლოს, ვერდიქტის გამოტანამდე გაიმართა ხანგრძლივი კამათი _ ეცნოთ თუ არა ბრალდებული დამნაშავედ. თუმცა მცირე უპირატესობით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა.
„2022 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდე იმიტირებული პროცესი ჩატარდა ლანჩხუთში და მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება მიმდინარეობდა კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში და იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს( COE) მიერ.
მსგავსი სტატიები
- 53ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 47საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 47საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
- 47საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…