გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „სი-სი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის პროექტი ბახმაროში „ბახვი 1“ 12 მგვტ-იანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ შეაჩერა.
კომპანიის დირექტორის, მიხეილ ნიბლაძისთვის მიწერილ წერილში სამინისტრო წერს, რომ განიხილეს სკოპინგის ანგარიში და დაადგინეს, რომ მასში არ არის მოცემული ან დაზუსტებას საჭიროებს რამდენიმე საკითხი:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თქმით, დასაბუთებას საჭიროებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის განთავსების მიზანშეწონილობა, რადგან საპროექტო ტერიტორია ემთხვევა გურიის დაცული ტერიტორიის წინასწარ მონახაზს;
- სამინისტრო ამბობს, რომ დოკუმენტში განხილული უნდა იყოს კლიმატზე ზემოქმედების საკითხები. ბახმარო უნიკალური მიკროკლიმატის მქონე მაღალმთიანი საკურორტო ზონაა;
- გარემოსდაცვითი კუთხით დეტალურად უნდა დასაბუთდეს ჰესის განთავსების უპირატესობა;
- წარმოდგენილ უნდა იქნეს ადგილობრივ უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე ზემოქმედების შესახებ;
- წარმოდგენილ უნდა იქნეს სამშენებლო მანქანების გადაადგილებისთვის საჭირო გზების მონაცემი და ხომ არ შეუშლის ეს ხელს საკურორტო სეზონზე დამსვენებელებს;
- სამინისტრო ამბობს, რომ ჰესის ნაგებობები არ უნდა განთავსდეს ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
- სამინისტრო ასევე მოითხოვს, სკოპინგის ანგარიშში გაიწეროს, რა გავლენა ექნება ბიომრავალფეროვნებაზე მდინარის წყლის რეჟიმის ცვლილებას;
- წერილში წერია, რომ სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის ხმაურის და ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების რისკები;
- სკოპინგის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასების და მისი აუცილებლობის დასაბუთების შესახებ ინფორმაცია;
- გარდა ამისა, სამინისტრო მოითხოვს, კომპანიამ წარმოადგინოს სეისმოლოგიური შეფასება, მუნიციპალიტეტის პოზიცია, რეგიონში სხვა ჰესების ჯამური ზემოქმედება წყლის რესურსსა და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე, ეკოლოგიური ხარჯები, ჰესის ინფრასტრუქტურის გავლენა კურორტის წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვეყნის ენერგოსისტემაში ჩართვის სქემა და ა.შ;
ამ საკითხების წარმოდგენისთვის კომპანია „სი–სი–ეიჩ ჰაიდრო VI-ს“ 2-თვიანი ვადა მიეცა.
„აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენამდე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს სკოპინგის დასკვნა. ასევე გთხოვთ, უზრუნველყოთ პროექტის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული/დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აწერს.
„კომპანიას დაევალა, წარმოადგინოს მთელი რიგი დამატებითი არგუმენტები, რაც არ იქნება იოლი… ეს კიდევ ერთი, კარგი მაგალითია თვითმმართველობებისა და ცენტრალური უწყებების კოორდინირებული მოქმედებისა“, – წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა.
ირაკლი კუჭავას ამ განცხადებას ეხმაურება გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე: _რატომ იბრალებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა „ბახვი I ჰესის“ სკოპინგის გადადებას?
როდესავ „ბახვი I ჰესის“ ონლაინ სკოპინგი ჩატარდა 29 იანვარს…აქტივისტებმა კატეგორიულად მოვთხოვეთ გარემოს დაცვის სამინისტროს არ ჩაეთვალა ეს შეხვედრა და აეკრძალა ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის მშენებლობის პროექტი.
მერე დავაანონსეთ სამოქალაქო მოძრაობა ბახმაროს დასაცავად;
შევქმენით ელექტრონული პეტიცია და გავავრცელეთ;
საქართველოს ქალაქებში თბილისში, ბათუმში, თელავში ჩატარდა სოლიდარობის აქციები. რამაცდადო შედეგი.“ _წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ირმა გორდელაძე.
მსგავსი სტატიები
- 82საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 82"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7328 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 71რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…