კანონი მკაცრი უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში უპატრონოდ უშვებს…

2006 წელს გაზეთმა „ალიონმა“ პირველმა გააპროტესტა  ქუჩაში გაშვებული ძაღლების რკინის მაშებით დაჭერის წესი და დაიწყო მასიური კომპანია ცხოველთა უფლებების დასაცავად.  პირველ ეტაპზე ცხოველების უფლებების დამცველი ადამიანების მიმართ გარკვეულ აგრესიასაც კი გამოხატავდნენ. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ შეიქმნა…ქვეყანაში დაიწყო ცხოველთა უფლებების დაცვისათვის შესაბამისი კანონმდებლობის ბრძოლა.

წლების მანძილზე საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის  და მედიის ბრძოლამ შესაბამის შედეგი გამოიღო და დღეს საქართველოში ცხოველთა დაცვა კანონმდებლობით რეგულირდება. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ადამიანისა და ცხოველთა სამყაროს ურთიერთობის დამყარებისთვის. ოზურგეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოველების მეგობრების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რომლებიც  ყოველდღიურად კვებავენ ქუჩაში  გაშვებულ ცხოველებს.

ვფიქრობთ, რომ კანონი მკაცრი უნდა იყოს იმათ  მიმართ, ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში უპატრონოდ უშვებს…

ქუჩაში გაშვებული ძაღლების ერთ-ერთი გულშემატკივარია საქართველოს პირველი არხის ყოფილი ოპერატორი, არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორი, სოფელ ასკანაში მცხოვრები რევაზ ცქვიტინიძე.

_8 ძაღლი მყავს ამჟამად სახლში. წლებია ქუჩაში გაშვებულ ძაღლებს ვპატრონობ. ჩემი ცხოველებისადმი სიყვარული უსაზღვროა. ან როგორ არ უნდა მოუარო, როცა მათ ადამიანისადმი დიდი სიყვარული გააჩნიათ. ამ ოციოდე წლის წინ მთამსვლელთა თითქმის ყველა ჯგუფს მიაცილებდა მყინვარწვერის პლატოზე  ძაღლი „ნაპრალა“, რომელმაც თავად იწვნია გერგეტის მყინვარის ყინულის ნაპრალების ვერაგობა. ამას იგი კეთილი ადამიანების მადლიერების ნიშნად აკეთებდა და თან მათ საფრთხის შესახებ ამცნობდა. ამ ძაღლის ყურადღების ღირსი ჩვენც, ოზურგეთელი მთამსვლელებიც გავხდით… არ დაგიმალავთ, მიჭირს 8 ძაღლის რჩენა, მაგრამ თუ არ დავრწმუნდი რომ ისეთი ადამიანის ხელში მოხვდება, სათანადოს რომ უპატრონებს, ისე ვერ გავცემ…

 

გვინდა ე.წ „აგრესიულ ძაღლების“ თემასაც შევეხოთ. ეს მნიშვნელოვანია და ადამიანები მეტად ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამ კუთხით.

ისეთი პოპულარული ჯიში, როგორიცაა ტაქსა, ყველაზე აგრესიულია ყველა ჯიშის ძაღლებს შორის.. არსებული სტატისტიკით ყოველი მე-5 კბენს უცხო ადამიანებს, ხოლო ყოველი მე-12 საკუთარ პატრონს;  ტერიერი საშიშია პატარა ბავშვებისათვის, რომლებიც მათთან თამაშობენ; როტვეილერი იმით გამოირჩევა, რომ ხშირად აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ და თუ გავითვალისწინებთ მის ძალას, შედეგი შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. ეს ძაღლი თავგანწირვით იცავს პატრონს და მყისვე შემოგიტევთ, თუკი იგრძნო, რომ პატრონი განსაცდელშია; უცხო ადამიანებისთვის საშიშია პიტბული, თუმცა მას აქვს განსაკუთრებული თვისება_კარგად არჩევს მეგობრებსა და მტრებს; ოჯახებისთვის ისეთი საყვარელი ძაღლი, როგორიც კოკელ-სპანიელია, რომლებიც კარგად იცავენ პატრონს და არც ისეთ აგრესიულ ძაღლად ითვლება, ზოგიერთ მათგანს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც პერიოდულად უბიძგებს მათ შინაგანად  მოულოდნელად განახორციელონ შეტევა პატრონსა და გარშემომყოფელებზე.

ამ სიაში კიდევ რამდენიმე ძაღლია, მაგრამ ასეთ ძაღლებს უმეტესად ისეთი პატრონები  ჰყავთ, რომელებიც კარგად იცნობენ  მათ ზნე-ჩვევებს,  კარგადაც პატრონებენ და  მეგობრობენ ერთმანეთთან. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკები მცირეა.

ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ვთქვათ, არსებული ინფორმაციით  ქუჩაში ისეთი ძაღლებიც არიან, რომლებსაც შესაძლოა გენეტიკურად აქვთ პერიოდული აგრესია,  რომლის გაკონტროლება ქუჩაში ძნელია და მოხშირდა ქალაქ ოზურგეთში  ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები.

გასულ სამშაბათს  რედაქციაში ქ. ოზურგეთში მცხოვრები ლ.ფ მოვიდა და თავისი გასაჭირი გვითხრა. მას წინა დღით   ქალაქის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი დაესხა თავს და ხელზე მძიმე ჭრილობები  მიაყენა.

_ძაღლების მიმართ არასდროს მქონია აგრესია. სახლშიც მყავს. არ ვიცი, რა არ მოეწონა, უცებ მიკბინა ხელზე და არ მეშვებოდა. იქ მყოფი ადამიანები დამეხმარნენ და მოიგერიეს. არ იფიქროთ, ამის გამო ხვალ ქუჩაში მყოფ ძაღლს ქვას ვესვრი…ვიცი, სახელმწიფო უპასუხისმგებლო პატრონების მიერ ქუჩაში გაშვებული ძაღლების მოვლისათვის მნიშვნელოვან თანხებს გამოჰყოფს.. ისინი, ვინც ტენდერში იმარჯვებენ, ბუნებრივია ცნობენ ძაღლის ჯიშებს.   ეს არაა ადვილი, მაგრამ უნდა მოხდეს გენეტიკურად აგრესიისადმი მიდრეკილ ძაღლების მკურნალობის მეთოდების შემუშავება, რომ მათი აგრესია მინიმუმადე დავიდეს…აქეთ „კოვიდი“, ახლა ძაღლის ნაკბენი, შესაბამისად აცრები, არაა ადვილი ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობისათვის _ გვითხრა მან.

იმევე დღეს, შუადღისას ძაღლმა დაკბინა ქალაქის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით მოსეირნე ახალგაზრდა მამაკაცი …სხვა მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება…

რა უნდა ვქნათ?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში არის ძაღლების გამტარი თავ შესაფარი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ძაღლების გადაყვანა დროებით ხდება, რაც დაკავშირებულია სტერილიზაციის, აცრის და ყურზე ჩიპის დამაგრებასთან. ეს პროცესი რამდენიმე დღეს გრძელდება, ამის შემდეგ ეს ძაღლები იმ ადგილებს უბრუნდებიან, სადაც ისინი აიყვანეს.. ძაღლს თავისუფლებას ვერ აუკრძალევენ. მუდმივი თავშესაფარი კი არ არსებს.

ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები არის ის პრობლემა, რომლის პრევენციის გზებზე საზოგადოებასთან ერთად  უნდა იფიქროს ხელისუფ ლების, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების, საზოგადოების  წარმომადგენლებმა. გვეუბნებიან, მათთვის ან მუდმივი თავშესაფრები მოეწყოს, ან მკურნალობის კუთხით გამოიყენონ იმ  ქვეყნების გამოცდილება, სადაც მიუსაფარი ძაღლების მოვლის დიდი ხნის ტრადიცია  აქვთ.

გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე ცხოველთა საერთაშორისო ფონდის ყოფილ წარმომადგენელს საქართველოში, ცხოველთა  დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყებიანს ესაუბრა: _ცხოველთა აგრესიის შემთხვევები უმეტესად ადამიანების ბრალია, რაც მათ მიერ ქუჩაში გაშვებულ ცხოველებთა ურთიერთობის წესების  არცოდნას უკავშირდება. ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთვავარი ფაქტორია პრობლემის მოსაგვარებლად.  ძაღლები აგრესიას გამოხატავენ მაშინ, როცა არ აქვთ სათანადო კვება და მოვლა-პატრონობა. ერთ-ერთი თემაა ამძუებული ძაღლები. 10-15 ხვადი ერთად იკრიბება და ისინი ასეთ დროს გარკვეულად აგრესიულები არიან. საჭიროა ასეთი ძაღლების მეტი სტერილიზაცია და კასტრაცია.

ძაღლების მეპატრონეები არც თუ იშვიათად არ აკეთებენ ამას და შემდეგ გამრავლებულ ძაღლებს ქუჩაში უშვებენ. ქუჩაში არსებული ძაღლების განადგურება პრობლემას ვერ მოხსნის, რადგან მათ მალევე  სხვადასხვა დასახლებიდან ქუჩაში გაშვებული ძაღლები ჩაანაცვლებენ. კანონი უნდა არეგულირებდეს ძაღლების მეპატრონეების ვალდებულებებს.  ძაღლის მეპატრონე ვალდებული უნდა იყოს,  ძაღლს ჰქონდეს ჩიპი-იმპლანტი, რომელიც მათ იდენფიცირებას მოახდენს.

ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტში შევიტანეთ კანონი ცხოველთა დაცვის უფლებებზე, თუმცა პარლამენტმა იგი წარდგენილი სახით არ მიიღო. ახალი მოწვევის პარლამენტშიც გვაქვს შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ იგი ჯერ არ განუხილვათ.

მიგვაჩნია, რომ ძაღლის მეპატრონეები, რომლებიც ეწევიან გამრავლებით საქმიანობას, უნდა ჰქონდეთ სათანადო ნებართვა, ხოლო ყველა დანარჩენი ვალდებული უნდა იყვნენ ძაღლებს გაუკეთონ სტერილიზაცია და კასტრაცია, _გვითხრა თემურ ლაჭყებიანმა.

გაზეთი „ალიონი“ მომავალში კვლავ დაუბრუნდება ამ თემას.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 70
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 70
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 66
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…