5 მაისს მთვარის დაბნელება იქნება. ამასთან, ამ დღეს არის სავსემთვარეობა. მთვარე მორიელის ნიშანშია.
მთვარის დისკი განათებული იქნება, თუმცა სიკაშკაშე მოაკლდება.
მთვარის დაბნელება დაიწყება 19:14 საათზე. პიკი იქნება 21:23 საათზე. მთვარის ჩრდილოეთის კიდის დაბნელება შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესამჩნევი. მთვარის დაბნელება 23:31 საათზე დასრულდება. მთლიანად ეს პროცესი 4 საათსა და 17 წუთს გაგრძელდება.
მზის დაბნელებამ 20 აპრილს გახსნა დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 მაისს მთვარის დაბნელებით დამთავრდება.
დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება მოაქვს.
დერეფნის გავლენა პირველ დაბნელებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მეორე დაბნელებიდან ერთ კვირაში მთავრდება. განსაკუთრებით საშიში პერიოდია სამი დღე დაბნელებამდე და დაბნელების შემდეგ.
დაბნელებები თავისთავად ცუდს არაფერს გვიქადის, თუ მარტივ რეკომენდაციებს დავიცავთ.