არიიიიიიის! ჩვენ ეს შევძელით! ეს დღე ჩვენია! ოზურგეთის „არწივები“ „დიდი 10“-შია!
სეზონის განმავლობაში განვლილი 20-იდან 20 წაუგებელი მატჩი და ამ შედეგის პომპეზური დაბოლოება! ყველას გილოცავთ ამ მომენტს, ამ ისტორიულ დღეს!
უღრმეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თამაშზე მობრძანდა, დაესრწო და გულმხურვალედ გვიქომაგა, ასევე ყველა ჩვენს გულშემატკივარს, მეგობარსა და კეთილისმსურველს ვინც ვერ დაესწრო, მაგრამ სულითა და გულით ჩვენთან იყო – თითოეული თქვენგანის წვლილი ამ შედეგში უდიდესია! წინ კიდევ ბევრი გვაქვს ერთად გასავლელი! შევხვდებით „დიდი 10“-ში!
თბილისის „არმიას“ კი მადლობას ვუხდით სეზონის განმავლობაში 4 ლამაზი, სანახაობრივი მატჩის გამართვისათვის და ღირსეული მეტოქეობისათვის! წარმატებებს ვუსურვებთ! -წერს სარაგბო კლუბი „არწივები“ სოციალურ ქსელში.
„არმიას“ უმაღლეს ლიგაში ასასვლელად კიდევ ერთი შანსი აქვს. იგი ორ მატჩიან დუელში შეხვდება თბილისის „აკადემიას“, რომელმაც „დიდი 10“-ში მე-9 ადგილზე გავიდა.
მსგავსი სტატიები
- 53ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 41ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 401964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…