გურულებსა და მეგრელებს შორის დიდი ხანია დავაა საცივის წარმომავლობაზე, ამ საკითხზე ერთი ასეთი ამბავიც გამიგონია – გურულს უთხრეს:
– საცივი გურულების კერძი არ არისო
– რატომო? იკითხა გურულმა
– იმიტომ რომ გამორიცხულია თქვენ მაგას გაცივება აცალოთო
.
ბარბარე ჯორჯაძის წიგნში – „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“ აღწერილია რამდენიმე გურული კერძის მომზადების წესი და ინგრედიენტები. წიგნი გამოცემულია 1874 წელი გურული მესტამბის ექთიმე ხელაძის (დაბ.1846 წელს სოფ. მამათში) სტამბაში. დ. ცატავას თქმით ბარბარე ჯორჯაძემ პრაქტიკულად გადაწყვიტა მეგრელებსა და გურულებს შორის დავა საცივის წარმომავლობაზე, მან დაადგინა, რომ საცივი გურული წარმომავლობის კერძია და არა მეგრული, როგორც ამას ადრე ამტკიცებდნენ, რადგანაც მეგრული საცივი გურულისაგან განსხვავებით არ იხარშება.
გურიაში მთიდან გამომავალ წყალს საცივი ქვია ,წინაპრები აღნიშნავდნენ ,რომ კერძმაც იქედან მიიღო სახელი.
♥️♥️
ახლა კი გავიხსენოთ ძველი გურული კერძები.
გურული კერძები – ბარბარე ჯორჯაძის წიგნიდან:
.
წვნიანი ქათამი გურულად
.
მსუქანი ქათამი გაბრტყვნილი და გამოშიგნული ასო-ასოთ დასჭერით და გარეცხეთ, ორი სტოლის კოვზი წმინდათ დანაყილი ნიგოზი, ათი მარცვალი მიხაკი და ათი მარცვალი დანაყილი პილპილი, ერთი ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი, ერთი სტაქანი წმინდათ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, და ერთი სტაქანიც დაჭრილი ხახვი მზათ იქონიე, ამოიღეთ მისი შესაფერი ქოთანი ისე ქათამი თითო პირი ჩააწყეთ და თან ეს დამზადებული მასალა მოაყარეთ, აგრეთვე ერთი ჩაის კოვზი მარილი, შემდეგ მოასხით ნახევარი სტაქანი ცხარი ძმარი; ზედ დაასხით იმოდენა წყალი რაოდენიც დაჰფარავს, შემდეგ პირი კარგად დაუხურეთ, სული არ ამოჰქრეს და ისე მოხარშეთ, ორჯერათ კი მოურიეთ.
.
მოხრაკული ქათამი გურულად
.
ქათამი გაბრტყვნილი და გარეცხილი ასო-ასოთ დასჭერით, ჩააწყეთ ქოთანში, თან ჩაატანეთ ექვსი მარცვალი დანაყილი მიხაკი, ათი მარცვალი დანაყილი პილპილი, ერთი ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი, ერთი ცერცვის ტოლი დანაყილი კოჭა, ერთი ჩაის კოვზი მარილი, ერთი სტოლის კოვზი დანაყილი ნიგოზი. ორი თავი წმინდათ დაჭრილი ხახვი, ორი ძირი ქინძი, ორი ძირი ოხრახუში, ნახევარი ფინჯანი ძმარი; ეს მასალა სილ ჩააწყეთ და ნელ ცეცხლზედ დაადგით ქოთანი, ხანდახან მოურიეთ და პირს კარგად სული არ ამოჰქრეს, ისე მოხრაკეთ, წვენს თვითონ გაუშვებს. რომ შეატყოთ ეყო, გადმოდგით.
ჩვენი გურია

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 64
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 63
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 63
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…