29 ივნისს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ანსამბლ “რეხეულის” შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
კონცერტის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანი იყო: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს აფრიკული, ესპანური თუ სხვა ქვეყნის ხალხთა სიმღერები ცვლიდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გოგონებმა საეკლესიო სამგალობო შემსრულებლობით დაიწყეს. შემდეგ რთულ გურულ ხალხურ სიმღერებით გაამდიდრეს რეპერტუარი. თავიანთ ანსამბლს „რეხეული“ დაარქვეს, რაც სოფელ ლიხაურის ძველი სახელწოდებაა და რიხით მავალს ნიშნავს. გუშინ კი სრულიად ახალი რეპერტუარით წარსდგნენ მსმენელის წინაშე.
ოზურგეთის ქალთა გუნდი რამდენიმე თაობას ზრდის. ის გოგონები, რომლებიც ადრე ხელმძღვანელის – ფოტინე გორდელაძის მოსწავლეები იყვნენ, ახლა უკვე გუნდის სრულუფასოვანი წევრები არიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია სოლისტების – თეონა და თაკო ბაკურაძეებისა და მარიამ ჯინჭარაძის დახვეწილი და ლამაზი ტემბრის ხმათა ნამღერი. იმედის მომცემია გუნდის მესამე თაობის გოგონათა შრომისმოყვარეობა და მონაცემები.
ვულოცავთ „რეხეულს“ წარმატებულ კონცერტს და ვუსურვებთ მომავალ შემოქმედებით წარმატებებს.
კონცერტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მსგავსი სტატიები
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 75სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 741918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 73სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…