ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება . სამუშაოები ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად მოინახულა.
,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვაშნარის ნაქალაქარზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევა-ძიების ახალი ეტაპი. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია აქ არსებული მარტირიუმისა და სამნავიანი ბაზილიკის გაწმენდით სამუშაოებზე. არქეოლოგებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ვაშნარის ნაქალაქარი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები თავისი ისტორიული მნიშვნელობით ძალიან დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ვაშნარი გავხადოთ ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომლითაც დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ვიზიტორები. ამ პროცესის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“,_ განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
მსგავსი სტატიები
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 54დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 53ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 47საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 45"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…