5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი) კომპანია „ენერჯის“ წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომელიც ბჟუჟჰესის ქვემოთ 2 მეგავატამდე სიმძლავრის „გომი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გაიმართა,  გომელებისგან გაჟღერდა, რომ  ბჟუჟჰესს ზემოთ  მათთვის უცნობი კომპანია 2 მეგავატამდე სიმძლავრის ორი ჰესის მშენებლობას აპირებდა და ტყეში გზა შეჰყავდათ.

მიუხედავად ცუდი ამინდებისა, ჟურნალისტების ჯგუფმა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად გზის მშენებლობის სამუშაოები მოვინახულეთ. (იხ. ბმული http://alion.ge/2023/06/ბასრა-1-ბასრა-2-დღეს-გავ/)

დღეს კი  სოფელ გომში, რესტორან „ჩაქუხას“ დარბაზში კომპანია „PARVUS Group“_ის წარმომადგენლებმა აღნიშნული ჰესების მშენებლობის სოფელ გომის მოსახლეობის წარმომადგენლებთან (დაახლოებით 20 კაცი) შეხვედრა გამართეს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ გამართეს მოსახლეობასთან შეხვედრა სამუშაოების დაწყებამდე, რატომ ჰყავდათ ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში, კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ გვიპასუხა, რომ ამ ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაცის ფლობს  გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და მათ სოციალური პროექტების შესახებ ხელშეკრულება  აქვთ ოზურგეთის მერიასთან დადებული(25.02.2023 წ.) ამ ხელშეკრულებით, ჰესების მშენებლობისას, სამი წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 0,5 მილიონი ლარი ჩაერიცხება, საიდანაც თანხის ნაწილი მერიის გადაწყვეტილებით  სოფელ შემოქმედს მოხმარდება. ამასთანავე განაცხადეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან აქვთ  ნებართვები, რის საფუძველზე სამუშაოები დაიწყეს.რადგან მცირე სიმძლავრის  ჰესებად არის დაყოფილი, არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიომრავალფეროვნების კვლევა არ აქვთ ჩატარებული…

როგორც ბესელიამ განაცხადა, მათ ბოლო 3 წელიწადში 5 მცირე ჰესი ააშენეს სვანეთსა და მთიულეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე 13 მეგავატს შეადგენს.

ბჟუჟჰესის ზედა წელში  ზ/დონიდან 1000 მ- 1610 მ-ს შორის 3 ჰესი აშენდება. წყალი ჰესებს 1000 მმ-იანი მილით მიეწოდება და მდინარის დებეტის 90 პროცენტი საერთო სიგრძით 7 კილომეტრის დერივაციულ მილში მოექცევა. როგორც თქვეს გაიჩეხება მხოლოდ 130 კუბური მეტრი ტყე და ა.შ.

_ გომისმთამდე აპირებთ ასვლას? ჩაგვიტანს ეს მდინარე ზღვაში. რას ვუტოვებთ ჩვენს მომავალს _განაცხადა გომელმა გია დუმბაძემ.

_ ჩვენ ხელშეკრულებით ორი ჰესის შესახებ ვიცოდით, ახლა მესამეც გამოჩნდა _ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა ვასო წიტაიშვილმაც.

_მესამე ჰესის მშენებლობა ჯერ პროექტირების ეტაპზეა _ უპასუხა ზურაბ ბესელიამ.

შეხვედრაზე  გარემოსდაცვით თემებზე  კომპანიის გარემოსდაცვითმა მენეჯერმა თიკო ჟიჟიაშვილმა ისაუბრა, თუმცა მისი საუბრიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰესები 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაში უნდა აშენდეს, მათ ჰესების სიმძლავრიდან გამომდინარე არ აქვთ ვალდებულება გზშ წარმოადგინონ.

ვინაიდან შეხვედრაზე არ მოხერხდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ შენიშვნების და ჟურნალისტების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ზურაბ ბესელიამ გვითხრა, რომ ისინი ამ დღეებში გარემოსდაცვით არასამთავროებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავენ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 59
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 55
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…