დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური საჭადრაკო ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის. ჩემპიონატმა, რომლის მიმართ გულშემატკივართა და ჭადრაკის მოყვარულთა ინტერესი დიდი იყო, კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ ოზურგეთში, სადაც ამ ბრძნული თამაშის მიმდევართა რიცხვი დღითიდღე მატულობს, პატარებს საკმაოდ კარგად აქვს ათვისებული საჭადრაკო ცოდნის თეორიული საფუძვლები და ცდილობენ პრაქტიკაში მათ. წარმოჩენას. მართლაც ჩემპიონატმა არაერთი ახალი სახე გაგვაცნო, რომელთაგან რამდენიმემ პრიზიორთა შორისაც დაიმსახურა ადგილი.
8 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ალექსანდრე შევარდნაძემ, ვერცხლის მედალოსანი გახდა გაბრიელ სალუქვაძე, რომელიც ჩემპიონს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა.მესამე ადგილი ანდრია ადეიშვილმა აიღო, რომელმაც ბოლო ტურში მოგებით, ნახევარი ქულით გაუსწრო ამ ადგილის აღების რეალურ კანდიდატს გიორგი ჯანელიძეს.
10 წლამდე ასაკში ჩემპიონი გაბრიელ ბარამიძე გახდა, რომელმაც ერთი ყაიმის გარდა ყველა პარტია მოგებით დაასრულა. მეორე ადგილი ბაქარ მახარაძემ, რომელმაც დაწინაურება დასკვნითი პარტიების მოგებით შეძლო. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები ერთნაირ ქულიან გაბრიელ მჟავიას და გიორგი სალუქვაძეს ერგო.
დაჯილდოვდა ასევე ჩემპიონატში მონაწილე ერთადერთი გოგონა, სოფია რატიანი , რომელმაც ჭაბუკ თანატოლებთან პაექრობაში,ქულათა 50% აიღო.
ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით მედლებით და შესაბამისი დიპლომებით. ს/ს „იმედის“(დირექტორი ოლეგ გობრონიძე) და აუდიტორული კომპანიის(ხელმძღ. როდერი მექვაბიშვილი) მიერ დაწესბული პრიზები გადაეცა ჩემპიონატის გამარჯვებულებს.
ჩემპიონატის დახურვაზე ჩემპიონატის ორგანიზატორმა ზურაბ ანდღულაძემ დადებითი შეფასება მისცა მწვრთნელების- ნინო წიტაიშვილისა და ელგუჯა ურუშაძის ნაყოფიერი საქმიანობას. მანვე გააკეთა ინფორმაცია იმ საჭადრაკო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც წლის ბოლომდე გაიმართება ოზურგეთში.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 59
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 58
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 57
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…