დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა.
ამ მატჩში 12 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.
„არწივებს“ ქულები შესძინეს: გიგი გიგინეიშვილი _2 ლელო; ვანო გელაშვილი, ზურაბ გოთაიძე, ჯოსატეკი სერუ _ თითო ლელო; კახა გაზაშვილი _3 ლელო; მარვინ ფრედერიკსი _ 2 ლელო, 4 გარდასახვა; მამუკა ჩანჩიბაძე _2 გარდასახვა…
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კახა გაზაშვილი გახდა.
მსგავსი სტატიები
- 93
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 91ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 89ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 88
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
