„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“
„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი.
„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“
ლადო მენაბდე
„გურიის მოამბესა“ და „ალიონის“ ერთობლივი – „ბახვი ჰესის“ მიერ დაფინანსებული რუბრიკის „სოფლის ცხოვრება“ ფარგლებში, „გურიის მოამბე“ ადგილობრივ აგრონომს, გაეროს ექსპერტს აგრარულ საკითხებში, აკაკი ღლონტს შეხვდა. სოფლის მეურნეობაში რომ წარმატებას მიაღწიო, ან თუნდაც იმ დონეს მიაღწიო, ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, „გასაქცევად არ გქონდეს საქმე“, გარკვეული ცოდნა, გამოცდილების მიღება და რაც მთავარია მოტივაციაა საჭირო ასე იწყებს აკაკი ღლონტი საუბარს რუბრიკასთან „სოფლის ცხოვრება“
მოდით, გაეროს ექსპერტთან, აგრარულ საკითხებში, აკაკი ღლონტთან ერთად, მივყვეთ თანმიმდევრობით, რა არის საჭირო წარმატებისათვის:
პირველ რიგში:
განათლება, ცოდნა, გამოცდილება, გარემო, ასევე ცოდნა, თუ რა გინდა და შენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი რის შესაძლებლობას გაძლევს, ანუ მიზანი და რაც მთავარია, გასაღების ბაზარი – სად გაიტან და გაყიდი პროდუქციას, რომელსაც მოიყვან.
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები. არ არის აუცილებელი მაინცადამაინც ბანანი მოიყვანო, რომ საინტერესო იყო მომხმარებლისთვის. მთავარია, შეისწავლო ბაზარი, რაც დიდი პრობლემა არ არის. ამ კვლევით დაინახავ მოთხოვნას, გადაკვეთის წერტილს და დაიწყებ მოქმედებას.
კონსულტაციებსა და ცოდნას ნებისმიერი აგრონომი გაგიზიარებს. ბევრია არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.
მე მაგალითად ნებისმიერ დროს მზად ვარ და ეს დღემდე არავისათვის არ დამიმადლებია, გავცე რეკომენდაციები, რჩევები, მაქვს წაბლის, თხილის, პავლონიას, კივის, ფეიჰოას პლანტაციები, ასევე სანერგე მეურნეობა. ასევე ვუვლი ფუტკარს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.
როცა ადამიანი გადახედავს საკუთარ შესაძლებლობებს უნდა ჩამოყალიბდეს, იმ მიწის ნაკვეთით რაც მას საკუთრებაში აქვს, რა იქნება მისთვის უფრო მეტად მომგებიანი, მესაქონლეობა, მემცენარეობა, მეღორეობა, მეფუტკრეობა თუ სხვა რამ.
რომელი
დარგიც ახლოსაა მასთან და რომელ დარგშიც აქვს შესაძლებლობა მიიღოს ან გააღრმავოს განათლება, ის დარგი უნდა აირჩიოს და განავითაროს.
შემდეგი ნაბიჯია, სახელმწიფო პროგრამებში გარკვევა. არსებობს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, საკონსულტაციო ცენტრები სადაც ინფორმაციის მოძიების და სხვადასხვა, დასაწყისისათვის აუცილებელი ფორმალობების მომზადებაში გეხმარებიან.
სამწუხაროდ ჩვენთან სპეციალისტების ნაკლებობაა, იქნებიან ეს აგრონომები თუ ვეტექიმები. ოზურგეთში დაახლოებით 50 სოფელია და სულ 10 მდე აგრონომი ვართ. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება, მოტივაციის შემთხვევაში, წარმატების მიღწევა.
რითი არის ანასეულის კვლევითი ცენტრი საინტერესო? მაგალითად, ჩვენთან ხშირად გარკვეულ კულტურებს მეზობლის, ან ნაცნობის რჩევის საფუძველზე მისდევენ. მანამ, სანამ დაიწყებთ მოცვის, ლობიოს, კივის თუ ათასი სხვადასხვა კულტურების მოშენებას, პირველ რიგში აუცილებელია მიწა სინჯებისათვის მიიტანოთ ანასეულის კვლევით ლაბორატორიაში, სადაც გეტყვიან ამ მიწაზე რომელი კულტურებია პერსპექტიული.
იქნებ თქვენ ნიგოზს აპირებთ და მიწა გამოუსადეგარია ამისათვის, ან წაბლი გინდათ და პავლონია სჯობს. პირველ რიგში, აუცილებელია მიწის შესწავლა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სავალალო შედეგით არ დასრულდეს თქვენი გაწეული შრომა და ხარჯი.
როცა, მიწის სინჯებზე პაასუხები გექნებათ, შემდეგ უნდა წახვიდეთ კვალიფიციურ ექსპერტთან და ის გვირჩევთ, რისი მოყვანა ჯობია თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
აი მაგალითად, რა დაემართა თხილს, მოხდა მისი სპონტანურად მასიური გაშენება, ისე რომ ნიადაგი არ იქნა შესწავლილი და მივიღეთ დრამატულ შედეგები.
მიმბაძველობით საქმე არ გამოვა, როცა რაღაცას ვაკეთებთ უნდა გავაანალიზოთ და ვიფიქროთ, როგორი იქნება ის გრძელვადიან პერსპექტივაში, 10 წლის შემდეგ მაინც.
როცა მრავალწლიან კულტურასთან გვაქვს საქმე, მეტი ცოდნა და გამოცდილება გვჭირდება საქმის დაწყებამდე, ერთწლიან კულტურებში შეიძლება ნაკლები დანახარჯებით გამოასწორო შედეგი, მრავალწლიანში კი არა.
მთელ რიგ სფეროებში და მით უმეტეს, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს გვერდში დგომა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს გასაღების ბაზრების მიმართულებაზე. რისი და რა რაოდენობით გატანა შეგვიძლია, სად, რომელ ქვეყანაში, რა გვჭირდება ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად. ეს მონაცემები ქვეყანას უნდა ჰქონდეს და ამის მიხედვით შეძლებს ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგების განვითარებას. უნდა ვიცოდეთ ზუსტად, თურქეთის, აზერბაიჯნის, სომხეთის, ირანის, შუა აზიიის, ევროპის ბაზრების საჭიროებები, თუნდაც ამერიკის, აზიისა და აფრიკისაც. უნდა ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო სტრატეგია ამ მიმართულებით, გავიგოთ სად ვართ და საით მივდივართ და სად გვინდა რომ მივიდეთ ამათუიმ პერიოდში – სხვანაირად არაფერი არ გამოვა.
დღეისათვის მე, ჩემს გურულ გლეხებს შემიძლია ვურჩიო ის კულტურები, რაც მე მიმაჩნია რომ იქნება სხვებზე მეტად ეფექტიანი ჩვენს პირობებში.
რა თქმა უნდა ამას მეტად საფუძვლიანი შესწავლა და გაანგარიშება სჭირდება, მაგრამ შემიძლია გირჩიოთ წაბლი, პავლონია, ფეიჰოა.
კიდევ ერთხელ განვმეორდები, მნიშვნელოვნია ადამიანის მოტივაცია, მზაობა ცოდნის გასაღრმავებლად და სურვილი, რომ ისწავლოს და იმუშაოს. გადავხედოთ წარსულს, ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ ტექნოლოგიები, გაცილებით შეზღუდული ცოდნის არეალი გააჩნდათ, მაგრამ როგორი წარმატებულები იყვნენ სოფლის მეურნეობაში. მართალია, მაშინ დიდ როლს ტრადიცია და მემკვიდრეობა თამაშობდა, ანუ ცოდნა-გამოცდილების გადაცემა მემკვიდრეობით ხდებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუკი სწორად გაანალიზებ, გაითვალისწინებ გამოცდილებას, არ აჩქარდები და თუ გექნება ადამიანს მოტივაცია, განვითარების სურვილი, გურული გლეხის წარმატება გარდაუვალი იქნება.
წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს, ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში. რესურსი არის, გვჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და განათლება.. უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც. აი მაგალითად მე წელს შევცვალე ჩემი გეგმები თხილის კულტურასთან დაკავშირებით და მომავალ წელს ვაპირებ ის პავლონიათი ჩავანაცვლო.
წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე
„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ
უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.
სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.
მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.
ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.
ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.
„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“ – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.
“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.
მსგავსი სტატიები
- 95ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 95კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 91დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 89ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…
- 88კოტე სარიშვილი – „ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით…