მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება.
რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.
„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაჯგუფის „რუსეთი დღეს“რედაქტორმა მარგალიტა სიმონიანმა ტელეგრაფ-არხზე განაცხადა. _მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე ეს „ნორდ ოსტზე“ იყო. ..თქვა მან.
სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.
იბეტში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო არხმა CCTV-მ გაავრცელა. როგორც Reuters წერს, გამთენიისას, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:05 საათზე იყო. Al Jazeera ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სულ მცირე 53 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბოლო ინფორმციით დაღუპულთა რაოდენობა 95 შეადგენს.