აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაუშვეს, ამის შესახებ რამდენიმე ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალება იუწყება.

„მედიაჩეკერის“იფორმაციით, ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს.

 „სულ რამდენიმე წუთის წინ შევამოწმე ფოსტა, წერილი მომივდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, შეგიწყდა შრომითი ხელშეკრულება ჩვენთანო. მეტი არაფერი არ ვიცი ამ ეტაპზე“ – ამბობს მაია მერკვილაძე.

„ყველამ ერთნაირი მეილი მივიღეთ…რეორგანიზაციის პროცესში, სამი თვის განმავლობაში, თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ არის, მხოლოდ ნიუსი მუშაობს, შესაბამისად, ვინ მიიღო დამატებით გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ზუსტად ვერ გეტყვით “, – აცხადებს თეონა ხარაბაძე.

 

მსგავსი სტატიები