კომპანია ბახვი ჰესი მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და იმ რეგულაციების შესაბამისად მუშაობს, რომელიც აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, IFC-ისა და EIB-ის. აღნიშნული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით ახალ, თანამედროვე სტანდარტს გვკარნახობს, რომელიც კომპანიას არაერთი შემარბილებელი ღონისძიების გატარებას აკისრებს. ასე მაგალითად, სოციალური საკითხების მიმართულება, რომლის აღსრულებაც ბახვი ჰესისთვის მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების პრინციპებს ეფუძნება, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ სოფლებში სოციალური პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ამ მიზნის განსასაზღვრად, პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში, კარდაკარის და სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციის ფორმატით, არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ. ბახვი 2 ჰესის დაფარვის ქვეშ მყოფი სოფლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემშია, კერძოდ, მთისპირი, უკანავა, ოქროსქედი და ვანისქედი. შეხვედრების მიზანი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და სოფლებში არსებული საჭიროებების კვლევა იყო. მოსახლეობასთან გულწრფელი დიალოგი გახდა საფუძველი ბახვი ჰესის სოციალურ პროგრამის. სწორედ, სოციალურ პროგრამაზე დაყდნობით შევიმუშავეთ სოციალური პროექტების ნუსხა, წარვუდგინეთ ის სოფელსა და მრჩეველთა საბჭოს. არაერთი განხილვის შემდეგ, პროგრამამ მიიღო საბოლოო სახე და ჩაიშალა სამოქმედო გეგმად.
ამჟამად პროგრამა, რომელსაც ბახვი ჰესი ახორციელებს, აერთიანებს 3 მიმართულებას. (1)საგანმანათლებლო, (2)ინფრასტრუქტურული და შშმ პირების დახმარების და განვითარების პროექტები. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალები ქალებისათვის“.
ძალიან გვეამაყება ის რომ გურიის რეგიონით დავაინტერსეთ USAID და მის პროგრამებთან თანამშრომლობით გვაქვს ტურიზმის განვითარებისკენ მიმართული პროექტები. კერძოდ, საფეხმავლო ბილიკის შექმნა გომისმთა – ბახმაროში, რომელიც მოიზიდავს ჰაიკინგის მოყვარულ ტურისტებს გურიაში, ასევე სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერება იმ სამოსახლოების დახმარებით და განვითარებით, რომლებიც გურიის ჩაის გზის მარშრუტზე გვხვდებიან, და თავად გურული ჩაის განვითარება ჩაის გზის ასოციაციის მხარდაჭერით და ენერგოეფექტური LED განათებების პროექტი ბახმაროში.
უნდა აღინიშნოს, რომ ის სოციალური პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ პროექტის მიმდებარე სოფლებში, ჩვენი კეთილი ნებაა და ამას ვაკეთებთ მაღალი პასუხისმგებლობის კარნახით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მდგრადი განვითარება და სარგებლის გადანაწილება ჩვენი ხედვის ამოსავალი წერტილია.
ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის მიმართულებები:
- განათლება – ბაღები და საჯარო სკოლები (მოსწავლეები, მასწავლებლები)
- განათლება – ბახვი ჰესის სტიპენდია (სტუდენტები)
- ინფრასტრუქტურა – გზები, წყლის სისტემა, ენერგოეფექტური სისტემების შექმნა
- ტურიზმი – ჩაის გზის პროექტი, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარება, საფეხმავლო ბილიკი
- განვითარება და ხელშეწყობა – შშმ პირები
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 91ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
- 91დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 912023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
- 912023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია, ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
- 902022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…