2023–2024 სასწავლო წლისთვის კომპანია ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. პროგრამის მიხედვით, შეხვედრები ჩატარდება, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაში. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

განახლებული პროგრამის მიზანია: მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება – როგორ ვუფრთხილდებით გარემოს და როგორ ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს გონივრულად; ნარჩენების მართვა; პროექტების წერის უნარების გამომუშავება; სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ დროს ქცევისა და უსაფრთხოების წესები; ენერგოუსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ჰიდროენერგეტიკული ობიექტები – მათი მართვა და გამოყენება; განახლებადი ენერგიების არსი და მათი დადებითი როლი კლიმატის ცვლილების კონტექსტში.  ასევე, აბიტურიენტებისთვის საჭირო  ინფორმაციის მიწოდება პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ, რათა უფროსკლასელებმა იცოდნენ, რომელი პროფესიებია დღესდღეობით მოთხოვნადი და რა არჩევანი აქვთ, როცა იღებენ გადაწვეყილებას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტზე გააგრძელონ სწავლა.  

2023 – 2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება 13 შეხვედრა, მათ შორის, ერთი გასვლითი ექსკურსია. გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვებიან გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი და ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან.

განახლებული მოდული მიმართულია მოსწავლეთა ჩართულობაზე და მათთან ერთად ეკო-მეგობრული გარემოს შექმნაზე.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 82
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 81
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 80
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…