საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ქალთა ლიგაში “ლანჩხუთმა” მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად, მათ საკუთარ მოედანზე “ნორჩი დინამოელი” გაანადგურეს 20-0.
გოლები გაიტანეს – ჭიჭინაძე (8 გოლი). სულაშვილი , ბოლქვაძე 6-6 გოლი.
„ლანჩხუთი“ უდანაკარგოდ ასპარეზობს და „ნიკე-ლუსოსთან“ ერთად ლიდერობს გათამაშებას. ორივე გუნდს 5 ტურის შემდეგ 15-15 ქულა აქვს და ორივე გუნდს ხუთ თამაშში 47-47 გოლი აქვს გატანილი.
„ნორჩ დინამოს“ წელს 5 მატჩში არც ერთი ბურთი არ გაუტანია, საკუთარში კი 80 (!) ბურთი აქვს მიღებული…
მორიგ შეხვედრაში გურული ქალი ფეხბურთელები სწორედ „ნიკე-ლუსოს“ დაუპირიპირდება საკუთარ მოედანზე.
მატჩი 17 აპრილს, 14 საათზე, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 74
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 72
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 72
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 72
ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს, მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
- 71
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის „მერცხალმა“ მორიგი შეხვედრა სტუმრად, ბოლნისში გამართა. „მერცხალმა“ ადგილობრივი „ალგეთი“ ანგარიშით 1:2 დაამარცხა. გოლები ოზურგეთელთაგან გიორგი ჭანუყვაძემ და დიმიტრი ჯაფარიძემ გაიტანეს. 25 შეხვედრის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ 31 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას ოზურგეთელი ფეხბურთელები 13 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავენ და „გაგრა 2“-ს…