საჭადრაკო კლუბში ტრადიციულად ტარდება გარდაცვლილ მოჭადრაკეთა ხსოვნის მემორიალურ ტურნირი და, როგორც წესი, იგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირაში იმართება. წელს იგი 24 აპრილს ჩატარდა და მასში სხვადასხვა თაობის მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთა შორის უმეტესობას ტიტულები და გამოცდილება არ აკლდა. ტურნირის,როგორც გახსნისას, ისე დახურვისას, თბილი მოგონებით აღინიშნა იმ გარდაცვლილი მოჭადრაკეების შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული გურიის საჭადრაკო ცხოვრებაში და განსაკუთრებული წარმატებიც გააჩნდათ.
ტურნირი, რომელიც აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით, 7 ტურად ჩატარდა, თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ეკვატორის გავლის შემდეგ, საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსები თითქმის მონაწილეთა ნახევარს გააჩნდა.

საბოლაოდ, 5,5 ქულით, პირველი ადგილზე ელგუჯა ურუშაძე გავიდა,ხოლო მეორე-მესამე ადგილები 5-5 ქულით, აკაკი გოგუამ და ბეჟან ცეცხლაძემ გაიყო; ტურნირში კარგი თამაში ჩვენებით შექება დაიმსახურა ლიხაურელმა სკოლის მოსწავლემ გიორგი სალუქვაძემ, რომელმაც ძლიერებთან ჭიდილში 4 ქულა დააგროვა.
წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. კვალიფიციური მსაჯობისათვის დაჯიდოვდა ასევე მსაჯი ანზორ ქუტიძე
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
მსგავსი სტატიები
- 69
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 63
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო… - 63
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 62ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 62
გურიის რეგიონალური ტურნირის „ბიძინა ვასაძის თასი-2026" საუკეთესო საპრიზო ოთხეული:1.გიორგი გოგოლაური, 2.ლაზარე ჩხარტიშვილი, 3, აკაკი გოგუა. 4.მერაბ ვასაძე. საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ღია საჭადრაკო ტურნირის-„ბიძინა ვასაძის თასი-2026“- ის გათამაშება, რომელშიც რეგიონის სხვადასვა თაობის, 25 წარმატებული და ტიტულოვანი მოჭადრაკე იყო ჩართული. ტურნირში მონაწილეობას დიდი სტიმული მისცა სოლიდურმა საპრიზო ფონდმა, რომელიც დააწესა აწ გარდაცვლილი…