პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის ადვოკატის ინფორმაციით, შარაშიძე ბრალს აღიარებს.
კითხვაზე, თუ რატომ სცემა მან პოლიციელი, ადვოკატი პასუხობს: „სიმართლე რომ ვთქვა, გაშველებას ცდილობდა“.
„დაცვის მხარე [დღევანდელ სასამართლო პროცესზე] გირაოს ვითხოვთ. ოდენობა შესათანხმებელი მაქვს ოჯახთან, ბრალდებულთან. აღიარებს [ბრალს] თანამშრომლობს. საქმის მასალები გუშინ გადმომეცა, თუმცა არ გავცნობილვარ“,- აღნიშნავს ადვოკატი „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 71
„მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ… - 66
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 65
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 62
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.… - 60ოზურგეთის რესტორანში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს_2006 წელს დაბადებულ ლ.ჩ-ს და 1997 წელს დაბადებულ დ.ს-ს ოზურგეთის რაიონული სასამაროს მოსამართლე ია ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე 28 იანვარს დააკავეს. აღნიშნულ ორ პირზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. ისინი 31…