ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.
როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი.
სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ 433 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. საბოლოოდ კი, 2021 წლის სექტემბერში, ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და უკვე ოქტომბერში საარბიტრაჟო დავაც დაიწყო.
კომპანიამ არბიტრაჟს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო მიმართა, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.
2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანას „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი, SOFR+4%, რაც თანხის ძირს თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე ერიცხება და მთლიანობაში უკვე 400 მლნ დოლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
2025 წლის დასაწყისში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ კი გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით აშშ-ს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, ENKA Renewables-მა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ მიმართა, რომ აშშ არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერია და მოდავე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.
ამდენად, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ENKA-მ მიერ წარდგენილი 2024 წლის დეკემბრის განაჩენი აღსრულებაში მოიყვანა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ Enka Renewables თურქული საინჟინრო-ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილი კომპანიაა.
მსგავსი სტატიები
- 54
საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველიენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG)სტანდარტებზე დაფუძნებული გენერაცია მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. დღეს, როდესაც აქტიურად ვსაუბრობთ ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, საინტერესოა, როგორ ისმის… - 51
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ… - 51
ბოლო პერიოდში გურიაში ჰიდროელექტროსადგურების თემა კვლავ აქტიური განხილვის საგნად იქცა. რეგიონში ახალი პროექტების დაგეგმვასა და მშენებლობის დაწყებას თან ახლავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წუხილი, ისე პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები და საპროტესტო გამოსვლები. სად გადის ზღვარი ემოციურ ნარატივსა და რეალურ არგუმენტებს შორის და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ისე, რომ რეგიონის ინტერესები მაქსიმალურად… - 50
#ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა… - 49
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…