26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი დასოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით მიქელაძესთან ერთად. მასპინძლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ასოციაცია „ჩაის გზის“ მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საჭიროებები.
_„ასოციაცია ჩაის გზა 2021 წლის 20 ივლისს დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანია, ჩაის კულტურის როგორც ტურისტული, ასევე სამრეწველო მიმართულებით პოპულარიზაცია,
ტურისტული მარშრუტის „ჩაის გზის“ შექმნა, სავაჭრო ურთიერთობების მოძიება და განვითარება, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს რეგიონში დასაქმების ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობისა და გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. გურია ჩაის სამშობლოა და გვინდა, რომ სწორედ გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი, არ დავკარგოთტრადიცია და ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით განვავითაროთ და უფრო მაღალსაფეხურზე გადავიყვანოთ ჩაის მოყვანა და მისი წარმოება ქვეყანაში“ _ განაცხადა „ასოციაცია ჩაის გზის“ დამფუძნებელმა ალეკო მამეშვილმა.
_„დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. ეს კი მოიცავს, ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, „ჩაის გზის“ მარშრუტის შექმნას, რომელიცერთმანეთთან დააკავშირებს მამულებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა.ამ პროექტის განვითარების შემდეგ, „ჩაის გზის“ტურის ფარგლებში ჩამოსული ვიზიტორები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიიღონ მონაწილოება მის მომზადებაში, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.
„კომპანია CCEH-იგურიაში ენერგეტიკულ პროექტებს ავითარებს. თუმცა, ამავდროულად, დაინტერესებულები ვართ რეგიონის განვითარებით და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით, სამუშაო ადგილების შექმნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ადამიანებისთვის სასარგებლოდ გამოყენებით. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს კომპანიის სახელით, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ასევე კავშირები, რათა სწორად წარმოვაჩინოთ რეგიონი და დავაინტერესოთ გურიის მხარით პოტენციური ინვესტორებიც. ამ მუშაობის შეეგია, USAID-ისთან გუშინ გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაფართოებაზე და გურიაში მაღალი ბიუჯეტის მქონე ტურისტების მოზიდვაზე“ _განაცხადა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
_„რეგიონში ტურისტული მარშრუტის „ჩაის გზა“ შექმნით, უდავოდ მოხდება როგორც ადგილობრივი ასევე ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა, ასევე მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და აღნიშნული რეგიონით მათი დაინტერესება. სწორედ ამიტომ ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს კომპანია CEHH – თან, რომ შექმნას ახალი შესაძლებლობები და სერვისები, რომლითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში ტურისტული პროდუქტებისა და და სტუმართმასპინძლობის მეტად წარმოჩენას“ _ აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
ტურისტული მარშრუტი „ჩაის გზა“, ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის ინიციატივაა.ჩაის გზისტურისტული პროექტის დაარსება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმაგანაპირობა: პირველი ის, რომ ჩაის ნერგი საქართველოს ტერიტორიაზე პირველად სწორედ ოზურგეთში, ჯერ კიდევ 1847 წელს დაირგო და ასე დაიწყო ამ კულტურის გავრცელება მთელს საქართველოში და მეორე, მნიშვნეოვანი კომპონენტია ის გარემოება, რომ ჩაი ერთადერთი კულტურაა, რომელიც 6 თვის განმავლობაში (აპრილი – სექტემბერი) იძლევა ვეგეტაციას, ეს კი უნიკალური საშუალებაა ამ პერიოდის მანძილზე ჩამოსული ტურისტისთვის თავად მიიღოს მონაწილეობა მის კრეფაში და მომზადებაში.
„ასოციაცია ჩაის გზის“ წევრია ტურისტული მარშრუტი “ჩაის გზა“, მასპინძელი ლოკაციის წარმომადგენლები და მცირე და საშუალო ჩაის საწარმო.
მსგავსი სტატიები
- 87კომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში, გურიის…
- 87„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
- 86“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
- 86„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
- 82დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…