ეთნომუსიკოლოგი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა მჟავანაძე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით 2022 წლიდან ფოლკლორის ცენტრის ექვს მიმართულებას – ხალხური მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ტრადიციული გალობა, არქივი – საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება დაემატა.
აღნიშული სამსახური მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, საზღვარგარეთის აკადემიურ და კულტურულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და გაცვლითი პროექტების განხორციელებას. ორენოვანი ელექტრონული პერიოდული და სხვადასხვა აკადემიური, თუ პრაქტიკული დანიშნულების მქონე ლიტერატურის გამოცემას.
აგრეთვე, ქართველი აუდიტორიისათვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, მოწვეული ექსპერტებისა და შემსრულებლების მიერ მასტერკლასებისა და კონცერტების მეშვეობით.
ნანა მჟავანაძის ბოლოდროინდელი კვლევითი საქმიანობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით, მათ შორის, კომპიუტერული ეთნომუსიკოლოგიის სფეროში. ამჟამად ქალბატონი ნანა ჩართულია საერთაშორისო კვლევით პროექტში, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის ტრადიციული მუსიკის სპეციალისტები მონაწილეობენ.
ნანა მჟავანაძის ბიოგრაფია
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი მაგისტრის წოდებით. 2018 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი (ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებით) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
90-იან წლებში, კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად ჩართული იყო ქართული ტრადიციული გალობის აღდგენის საქმეში. გალობდა იმხანად საქართველოში პირველ მგალობელ ქალთა ანსამბლში თბილისის ჯვარის მამის სახელობის ტაძარში.
2008 წლიდან დღემდე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ ტრადიციულ მუსიკას საზღვარგარეთ და მოყვარული გუნდებისა და უნივერსიტეტების მიწვევით ატარებს ქართული სიმღერის მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს ევროპასა და აშშ-ში.
2011 წლიდან იგი უძღვება პროექტს ,,ლახუშდი – მომღერალი სოფელი”, რომლის მიზანია უძველესი სვანური სასიმღერო-სარიტუალო ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
2015-2019 წლებში, პროფესორ ფრანკ შერბაუმთან ერთად მონაწილეობდა კვლევით პროექტებში, რომელთა მიზანს ქართული ტადიციული მუსიკის ინოვაციური მეთოდებით დოკუმენტირება და მათი კომპიუტერული ანალიზი წარმოადგენს.
2019-2021 წლებში ნანა პოსტდოქტორანტი მკვლევრის სტატუსით, ჩართული იყო პოტსდამის უნივერსიტეტის პროექტში ,,ქართული ტრადიციული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი”.
მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით ფორუმებსა და კონფერენციებში. ავტორი და თანაავტორია რამდენიმე აკადემიური კვლევისა, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებულ გამოცემებში. მისის პროფესიული საქმიანობა არაერთხელ გაშუქდა საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, გერმანულ გამოცემაში Brigitte Woman, BBC რადიო 4-სა და ისრაელის რადიოში.
ფოლკლორის ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ნანას მსგავსი პროფესიოინალების … მრავალწლიანი გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 81
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 80
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 79
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…