მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა,  2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის შპს „ბახვი 2“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა.  „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის ტექნიკური, გარემოსდაცევითი და სოციალური საკითხების შესახებ დეტალური პრეზენტაციები ბახვი 2-ის გუნდის წევრებმა გააკეთეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში  საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირის თემში მერის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის  წარმომადგენლები, ასევე მთისპირის თემის სოფლებში (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) მცხოვრები მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც.

„მიგვაჩნია, რომ მდინარის კალაპოტში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ერთიანი მიდგომებითა და მაღალი სტანდარტებით უნდა იმართოს. ჩვენი ხედვა და ასევე, უნდა აღვნიშნო, მოსახლეობის თხოვნაც, ბახვი 2-ის პროექტიც ჩვენს კომპანიას აეშენებინა, გახდა მამოტივირებელი ფაქტორი პროექტით დაინტერესების დროს. ჩვენმა სპეციალისტებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად პროექტი დახვეწეს – გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, მნიშვნელოვნად შემცირდა შეგუბების ფართობი. უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოგვიწია ნებართვების ახალ წრეზე წასვლა. სწორედ, ეს განახლებული პროექტი გამოვიტანეთ სკოპინგზე დღეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარემოსდამცველებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების სწორად მართვა. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტორს, რომ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ პროექტებს როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით“ _ განაცხადა შპს ბახვი 2 -ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა, რომ კომპანიამ დიდი შრომა გასწია მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მუშაობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ, ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს.

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://nea.gov.ge/En/GZSH/194/

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის დასკვნა2022 წლის 19 ივლისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის დასკვნა გამოაქვეყნა.„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა, რომლის დროსაც კომპანია ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მოამზადოს, რისთვისაც საჭიროა მთელი რიგი…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაგაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით  2022 წლის 22 ივნისს გაიმართება. თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა: 2022 წლის 22 ივნისი 12:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…