2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებდა დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით ეს კანონი დაწერილი იყო შიშის თვალებით. ანუ იმჟამინდელი ხელისუფლება შეშინებული იყო იმ პოლიტიკური რეალობით, რაც იმჟამად საქართველოში ხდებოდა.
ამას მოყვა ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი აქციები „ეს შენ გეხება,“ რომელიც არა მარტი თბილისში, რეგიონებშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები ამ გზით სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებეს აპროტესტებდნენ.
თუკი თვალს გადავავლებთ იმჟამინდელ მედიას, ჟურნალისტების უმრავლესობა მოსახლეობას უნერგავდნენ იმედს, რომ ისინი არ იყვნენ მარტო სახელმწიფოს პირისპირ.
ეს ის პერიოდი იყო, როცა გურიაში და საქართველოს სხვა რეგიონებში კონტროლის პალატასთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ხდებოდა მოქალაქეების დაბარებები, დაკითხვები, ჩხრეკები.
ოზურგეთში ასეთი ჯგუფი რაიონული გამგეობის შეწნობის მესამე სართულზე მუშაობდა და ათეულობით უდანაშაულო მოქალაქეები აჰყავდათ იქ ფსიქოლოგიური წნეხისა და „გადაბირებისათვის.“.
ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ. მადლობელი იმითაც უნდა ყოფილიყავი თუ ზამთრის სუსხს, წვიმასა და თოვლს ცოტა ხნით შენობის შესასვლელთან, კიბეებზე თუ შეაფარებდი თავს, უმეტესად კულტურისა და დასვენების მხარეს ვიდექით.
მაგალითად, იმჟამად ოპოზიციური ძალის გაზეთის დარიგება იკრძალებოდა. მოქალაქეებს პოლიციაში იბარებდნენ სატელიტური ანტენების დაყენებისათვის. მწარმოებლებს აიძულებდნენ, ასეთი პირები გაეთავისუფლებიან სამსახურებიდან.
სატელიტურ ანტენებზე შეტევამ მასიური ხასიათი მიიღო, მოქალაქეებს, მათ შორის ქალბატონების დაკითხვა, არ ოზურგეთში, არამედ უკვე ბათუმში ხდებოდა.
მიმდინარეობდა შეტევები ადგილობრივ მედიაზეც.
განსაკუთრებულად იგრძნობოდა ხელისუფლების შიში 2012 წლის 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით. ვინაიდან იმჟამინდელი ქვეყნის პირველი პირი უნდა ამოსულიყო ბახმაროში დოღზე, წინა საღამოს პოლიციელების კონცენტრაცია შეინიშნებოდა კურორტზე. ღამით ყვითელი ავობუსებით ამოიყვანეს ასეულობით პოლიციელი. ღამით ავიდნენ კურორტზე ქვეყნის პრეზიდენტი და მისი იმჟამინდელი მეუღლე.
19 აგვისტოს დილით, ე.წ. მოედნის მიდებარედ პოლიციის კორდონი კურორტის ტერიტორიაზე მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მიკროავტობუსებს ატარებდნენ.
დაახლოებით დღის 12 საათისათვის გავიგეთ, რომ ბახმაროს შემოსასვლელში, 2050 მეტრზე პოლიცია „ქართული ოცნების“ მიკროავტობუსებს არ ატარებდა.
ვინაიდან კერძო ტაქსისტებმა უარი გვითხრეს იქ გადაყვანაზე, ჟურნალისტური მოვალების შესასრულებლად ფეხით გავემართეთ აღნიშნული ადგილისაკენ. ნისლი იყო, ამიტომ ხედვა ჭირდა, თუმცა გზის გასწვრივ, მაღლობზე ყველა 30 მეტრში შავფორმიანი პოლიციელი იდგა.
დაახლოებით 30 წუთში მივედით პიკეტის ადგილზე, თუმცა იქედან წინ წავლის უფლება არ მოგვცეს. ამ დროს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლები. სწორედ ამ დროს დაემატა პიკეტს დიდი ავტობუსით ჩამოსული რეზინის ხელკეტით შეიარაღებული 50-მდე შავფორმიანი. დავინახეთ, როგორ მიაწოდეს მათ უფროსს ინფორმაცია რეგიონის ჟურნალისტების კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნის შესახებ….სქელი ნისლით ვისარგებლეთ და შემოვლითი გზით მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან მისვლა, სადაც თეთრმაისურიანი 30-მდე ახალგაზრდა დაგვხვდა. შემდგომში პარლამენტარმა, ლანჩხუთელა თემურ ჩხაიძემ გვითხრა, რომ ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან ოცნების მაისურით 70-მდე ახალგაზრდა მიდიოდა დოღზე, თუმცა მათ პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლვდა.
როდესაც ჩვენ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით (ჩემთან ერთად იყო ჩემი მეუღლე _ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი), შავფორმიანებმა გვიბრძანეს, ყველა მიკროვატობუსებში ჩავმსხდარიყავით და ჩოხატაურში დავბრუნებულიყავით.
მხოლოდ ჩვენი პროტესტის შემდეგ ჟურნალისტები გაგვაცალკევეს, დაცვა მოგვიჩინეს და გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევდნენ. ჩვენთან აღმოჩნდა არასრულწლოვანები შვილი და ძმისშვილი, როლმებიც ასევე ჩვენთან ერთად დააყენეს წვიმაში.
ჩვენ დაკავებას ვაპროტესტებდით. ვიღაცაებს ურეკავდნენ…გვეუბნებოდნენ რომ შესაბამის ბრძანებას ელოდებოდნენ. მათი საუბრის კილოთ მივხდით, რომ ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოდან იყვნენ..
პირად ემოციებს არ გადმოგცემთ, მაგრამ ჩვენ გზის განაპირას, ხრამის პირზე ვყავდით დაკავებული და ვხედავდით და გვესმოდა, როგორი პატივით ხვდებოდნენ „პიკაპებით“, „ჯიპებით“ მიმავალ „ბომონდს“…ჩვენიანია გაატარეთ _ ისმოდა მეთეურის ბრძანება. ჟურნალისტებიც გაატარეს… ის „ჩვენიანები“-ს უმეტესობა ხვალაც იქნება ბახმაროში დღესასწაულზე. ეს ცხოვრების რეალობაა _ ხშირად ივიწყებენ იმ ადამიანებს, ვისაც წვლილი მიუძღვით მათ ხელისუფლებაში მოსვლაში.
ამ ეპიზოდის გახსენებას 10 წლის გადასახედიდან მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, _გავიხსენოთ, თუ რა დიდი საშიშროების ქვეშ იყო ქვეყანა 2012 წლის 1 ოქტომბერს, იმჟამინდელ ხელისუფლებას რომ გაემარჯვა.
მსგავსი სტატიები
- 86"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 86საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 83ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 82ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 81„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…