„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ასკანაში, მთისპირში თამარ მეფის ციხის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 103 000 ლარი და მასზე მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რასაც შემდგომ, შესაბამისი სამუშაოები მოყვება. შედეგად მე-4 საუკუნის ისტორიული ძეგლის კონსერვაცია და ოზურგეთში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაციის შექმნა მოხდება.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება, არის ნაგომრის კულტურის სახლი. რეაბილიტირებული და განახლებული შენობა გამორჩეული იქნება თავისი სილამაზით და არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 84 000 ლარამდე და მასზეც მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდით მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსული იყო ოზურგეთში და ამ პროექტების დაწყება პირადად დააანონსა. როგორც ხედავთ ეს პირობას სრულდება,”– განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე.
მსგავსი სტატიები
- 68დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 63საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 56საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 55გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 54სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…