ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, „ქალთა ოთახთან“ არსებული „გამარჯვებული ქალთა კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ აერთიანებს იმ ქალბატონებს, რომელთაც დაამარცხეს სიმსივნე. კლუბი ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ახორციელებს, ეს არის მიზნობრივი სამედიცინო კვლევების დაფინანსება, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ორგანიზება, ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი და ა.შ.
ამ თემაზე სიტყვებით გამოვიდნენ ექიმი ნინო ქევანიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, გამარჯვებულ ქალთა კლუბის ხელმძღვანელი მანანა ღლონტი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ და სიტყვებით მიმართეს საზოგადოებას.
_„მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო ქალთა დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბედნიერება. მუნიციპალიტეტი ყოველთვის დააფინანსებს იმ სასიკეთო წამოწყებებს, რომლებიც ქალებს და მათ ჯანმრთელობას ეხება,“ – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.
ღონისძიება მხატვრულად ოზურგეთში მოქმედმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა („შვიდკაცა“, „რეხეული,“ თემურ ანდღულაძე)და სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობმა ბელა კიკვაძემ გააფორმეს.
მსგავსი სტატიები
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 38ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 36ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 35ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…