საგარეჯოში, თავდამსხმელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 5 ადამიანი მოკლა, ხოლო 5 კი დაჭრა.
სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით თავდამსხმელი, 1974 წელს დაბადებული, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან 15 წლის განმავლობაში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში და მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიებში. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლით.თავვდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
ნოდარ ათუაშვილის მეზობელი ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ მამაკაცი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა, მარტო ცხოვრობდა, თავისი ბინიდან ისროდა. მამაკაცი ამბობდა, რომ ხედავდა ეზოში დახოცილ ადამიანებს, მისი თქმით, ამ ეზოში, 4 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მამაკაცი სხვა ეზოებშიც ისროდა. ათუაშვილის მეზობელი ჰყვება, რომ თავდამსხმელი ესროდა ყველას, ვინც ეცდებოდა მიახლოებოდა დაჭრილებს ან დახოცილებს, მათ შორის, ექიმებსაც კი გაუხსნა ცეცხლი. დაღუპულთა შორის ერთი შემთხვევის ადგილას მისული პოლიციელია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„ბოლოს გავიგონე 7-ჯერ ისროლა და მერე უკვე გაჩერდა სროლა და დაიძრა სპეცრაზმი“ – ამბობს ის მედიასთან.
თავდამსხმელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის და მეტის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გულისხმობს.
მსგავსი სტატიები
- 71ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 70ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 59"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…