საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დარჩენილ 3 პროექტზე პრეტედენტი მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2023 წელს დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა:
ქ.ოზურგეთის N8 საბავშვო ბაღი
სოფელ მერიის საბავშვობაღი
სოფელ გურიანთის საბავშვო ბაღი
სოფელ მთისპირის საბავშვო ბაღი
სოფელ შრომის (ხრიალეთის) საბავშვო ბაღი
სოფელ ძიმითის საბავშვო ბაღი
სოფელ ბოხვაურის საბავშვო ბაღი
სოფელ მაკვანეთის საბავშვო ბაღი
სოფელ ღრმაღელეს საბავშვო ბაღი
სოფელ გულიანის საბავშვობაღი
სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღი
სოფელ აკეთის ( გაგური) საბავშვო ბაღი
სოფელ ნინოშვილის საბავშვო ბაღი
სოფელ შუაამაღლების საბავშვო ბაღი
სოფელ ზომლეთის საბავშვო ბაღი
სოფელ გუთურის საბავშვო ბაღი
სოფელ გოგოლესუბნის საბავშვო ბაღი
ასევე, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 საბავშვო ბაღს:
ქ.ოზურგეთის N3 ბაგა-ბაღი
სოფელ ქვემო ნატანების საბავშვო ბაღი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვოდ აN1 ბაგა-ბაღები
სოფელ ჩიბათის საბავშვო ბაღი
სოფელ ეწერის საბავშვო ბაღი
სოფელ შრომის საბავშვო ბაღი
სოფელ ჯურუყვეთის საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
მსგავსი სტატიები
- 47
- 46დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობა იწვის. როგორც ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა დაბა ნსაკირალის ტერიტორიულ ერთეულში ოთარ ადაძემ გვითხრა, ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის სახანზრო ბრიგადები. _ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. შენობა ძველია და ხანზრის სავარაუდო მიზეზად ძველი ელექტროგაყვანილობა შეიძლება იყოს. საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული…
- 46ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი. მოეწყო საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი კუთხეები და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
- 43დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში (ასკანის თემი) საბავშვო ბაღის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძეებმა შეძლეს ცეცხლის ლიკვიდაცია. როგორც ა (ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების უფროსმა მაკა ჭყონიამ გვითხრა, ცეცხლი ჭერს სავარაუდოდ შეშის ღუმელის მილიდან გამოტყორცნილი ნაპერწკლის საშუალებით გაუჩნდა. _მეხანძრე-მაშველები დროულად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. დროულად მოხდა ბაღის არსაზრდელების ევაკუაცია. დამწვარია…
- 42ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 2021 წლის შემოდგომაზე საბავშვო ბაღის შენობა ხანძარმა ნაწილობრივ დაზიანა და მის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 979 ლარი გამოიყო. საბავშვო ბაღი 80 ბავშვზეა გათვლილი.