დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე.
პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“.
„ინტერნიუს საქართველოს“კვლევის პირველი ეტაპი 2021 წლის 5 ივლისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა.
გთავაზობთ აღნიშნულ ანგარიშს:
„ინტერნიუსი – საქართველო“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ – ფარგლებში, ბეჭდურ მედიას აკვირდება. მონიტორინგი 2021 წლის 5 ივლისს დაიწყო. დაკვირვება ხორციელდება 11 გამოცემაზე: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „კვირის პალიტრა“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“, „საქართველო და მსოფლიო“, „გურია news“, „ალიონი“, „ჰო და არა“, „ჩემი ხარაგაული“.
5 ივლისი – 25 სექტემბრის პერიოდის ბეჭდური მედიის მონიტორინგმა შემდეგი ძირითადი შედეგები გამოავლინა: ბეჭდური მედიის უმეტესი ნაწილი კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას – ისინი არ ცდილობენ მკითხველს ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია მიაწოდონ. ზოგიერთი გაზეთი დაუბალანსებელი და ტენდენციურია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მრავალმხრივი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად საკმარისი არ არის მკითხველი მხოლოდ ერთ გამოცემას გაეცნოს;
გაზეთები, წინა წლების მსგავსად, კვლავაც აქტიურად აშუქებდნენ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. პოლიტიკურ თემებზე მომზადებულმა მასალებმა და ინტერვიუებმა განსაკუთრებით გაზეთ „კვირის პალიტრაში“ მოიმატა. გამოცემა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიის თბილისის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ინტერვიუებში აქტიურად აშუქებდა მათ წინასაარჩევნო დაპირებებსა და ხედვებს, სხვადასხვა პარტიის კანდიდატებთან ინტერვიუები გამოქვეყნდა „ქრონიკა+“-შიც. თუმცა, ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემების უმრავლესობა („ასავალ-დასავალი“, „ალია“, „საქართველო და მსოფლიო“) მკითხველისთვის საარჩევნო პროცესების შესახებ სიღრმისეული და ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახერხებდნენ – გამოცემები ნაკლებად აშუქებდნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს და საარჩევნო პროგრამებს. ძირითადად, ქვეყნდებოდა კონკრეტულ აქტუალურ თემასა და მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკოსთა განცხადებები და მოსაზრებები, აქცენტი ასევე კეთდებოდა პარტიების დაპირისპირებებზე;
არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებამ მოიმატა ყოველდღიურ გაზეთებსა („რეზონანსი“, „ახალი თაობა“) და რეგიონულ გამოცემებში („გურია news”, „ალიონი“, „ჩემი ხარაგაული“, „ჰო და არა“). ამ მხრივ განსაკუთრებით რეგიონული გაზეთები გამოირჩეოდნენ – ისინი აქტიურად აშუქებდნენ რეგიონში/რაიონში მიმდინარე როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო აქტივობებსა და მერობის კანდიდატებს;
რეგიონული გამოცემები („გურია nesw“, „ალიონი“, „ჰო და არა“, „ჩემი ხარაგაული“) მთლიანობაში დაბალანსებულია, არ გვხვდება შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგია და ფოტოთი მანიპულირების შემთხვევები, სუბიექტური, გადაუმოწმებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციები. გაზეთები ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობები, მერობის კანდიდატების ხედვები თანაბრად და მიუკერძოებლად შუქდებოდა. თუმცა, ჟურნალისტები მწვავე კითხვებს ნაკლებად სვამდნენ, რის გამოც არჩევნებში მონაწილე ინტერნიუსი – საქართველო საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა ბეჭდური მედია 5 პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დადებით კონტექსტში წარმოეჩინათ.
რეგიონული გამოცემები წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად დიდ ადგილს უთმობდნენ რეგიონის/რაიონის/სოფლის მოსახლეობისთვის აქტუალურ სოციალურ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, სხვადასხვა სოციალურ საკითხებს, სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმთან დაკავშირებულ თემებს, რომელთა გაშუქებისას წარმოდგენილი იყო როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარები. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობებისა და პროექტების გაშუქების დროს ჟურნალისტების კრიტიკული დამოკიდებულება ნაკლებად შეინიშნებოდა, რის გამოც, ხელისუფლება, ძირითადად, ნეიტრალურად და დადებითად წარმოჩინდებოდა.
გაზეთების ნაწილის („ასავალ-დასავალი“, „ალია“, „ქრონიკა+”, „საქართველო და მსოფლიო“) ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, წლების მანძილზე, გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება რჩება: ჟურნალისტები დასაბუთების და მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების მისამართით მძიმე ბრალდებების წაყენებას არ ერიდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი მსჯელობა სუბიექტურ მოსაზრებებს ემყარებოდა და რაიმე სახის ფაქტობრივი მასალით გამყარებული არ იყო. გამონაკლისი იყო „რეზონანსი“ და „კვირის პალიტრა“, რომლებიც საკითხებს მრავალმხრივ აშუქებდნენ და არც გადაუმოწმებელ ფაქტებს სთავაზობდნენ მკითხველს;
ზოგიერთ გამოცემაში გადამოწმების გარეშე შუქდებოდა რესპონდენტთა მძიმე ბრალდების შემცველი განცხადებები: ჟურნალისტებს ეჭვი არ შეაქვთ ნათქვამის სისწორეში და დამატებითი კითხვებით ინფორმაციის სიზუსტის დადგენას არ ცდილობენ. ამასთან, გაზეთის არც იმავე, ან მომდევნო ნომერში და, მით უმეტეს, იმავე სტატიაში კრიტიკის ობიექტის საპასუხო კომენტარი არ გამოქვეყნებულა;
გაზეთების ნაწილი („ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“, „ალია“, „საქართველო დაn მსოფლიო“), ხშირ შემთხვევაში, დაუბალანსებელ, ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიებს სთავაზობდა მკითხველს, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა. დაუბალანსებელი, მიკერძოებული და ცალმხრივი იყო არა მხოლოდ ცალკეული სტატიები, არამედ მთლიანად ეს გამოცემები. დაუბალანსებელი იყო გაზეთ „ახალი თაობის“ ცალკეული მასალებიც;
გამოცემების უმრავლესობაში შეიმჩნევა ინფორმაციის წყარო პოლიტიკოსებისა და განსაკუთრებით ექსპერტების სიმწირე – გაზეთების მიერ შერჩეული ერთი და იგივე ექსპერტები, ხშირ შემთხვევაში, შეფასებებს თითქმის ყველა საკითხზე აკეთებდნენ. უმჯობესი იქნება გაზეთმა თუნდაც პოლიტიკოსთა ამა თუ იმ კონკრეტულ წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით მკითხველს დარგის სპეციალისტების მოსაზრებები გააცნოს. ბეჭდური მედიის ერთ-ერთ გამოწვევად ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე ინტერნიუსი – საქართველო საქართველოს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა ბეჭდური მედია 6 დაყრდნობით მომზადებული მასალებიც რჩება – ჟურნალისტები არ ცდილობდნენ „სანდო წყაროებისგან“ მიღებული ინფორმაციის სისწორის დადგენას;
ზოგიერთ გამოცემაში პრობლემად რჩება პოლიტიკოსთა – როგორც მმართველი გუნდის,n ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, მისამართით ჟურნალისტების მხრიდან შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგიის გამოყენება. მსგავსი ტერმინები ხშირად გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებშიც, თუმცა ჟურნალისტები მათგან გამიჯვნას არ ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში, რესპონდენტთა შეურაცხმყოფელი განცხადებები სტატიის სათაურშიც იყო გამოტანილი; ზოგიერთ გამოცემაში („ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა+“, „საქართველო და მსოფლიო“), უხეშად ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. გამოცემების ნაწილი კვლავაც იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ, ჰომოფობიურ ტერმინოლოგიას. თუმცა, გენდერული სტერეოტიპების ნიშნით საფრთხის შემცველი გამონათქვამები, რომელიც 2020 წლის მონიტორინგის დროს ჟურნალისტთა ტექსტებში ხშირად გვხვდებოდა, წელს თითქმის არ გამოვლენილა. ასევე თითქმის აღარ გვხვდებოდა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოები.
მსგავსი სტატიები
- 100ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
- 100კორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…
- 100ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,…
- 100დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…