კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის

უზრუნველყოფის პროგრამებთან  იწყებს თანამშრომლობას

დღეს, კურორტ ბახმაროში, სასტუმროში „ბახმაროს პიონერები“ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH), გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით და საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად,USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID საქართველოს წარმომადგენლები,დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, მარიკა ოლსენი,  ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი,USAID – ის ენერგეტიკისუსაფრთხოების პროგრამის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.   

USAID – ის ეკონომიკური პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში ორი მნიშნველოვანი ინიციატივა განხორცილედება.პირველი ინიციატივა გულისხმობს „გურიის ჩაის გზის“ შექმნას, რაც მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას,„გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონშიჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებას და 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნას, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გამისმთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ჩართული პარტნიორები უზურნველყოფენ მცირე საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ სამარშრუტო გზასთან. პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ოთხივე სეზონის განმავლობაში იმოგზაურონ და დაკავდნენ მათთვის სასურველი აქტივობებით.

_„USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით თანამშრომლობს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH)გურიის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. ეკო-ტურიზმის განვითარებით, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში ჩაის წარმოებაზე, ასევე, მისი მთის სათავგადასავლო გამოცდილების გაზრდაზე, უდავოდ მოხდება მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და რეგიონით დაინტერესება, რომელთაც სურთ საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის გაცნობა.“ _აღნიშნა USAID  ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა  მარკ მაკკორდმა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, რაც ერთმნიშნველოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.

USAID-ის   ენერგეტიკული   მომავლის   უზრუნველყოფის პროგრამისა და  კავკასიის  განახლებადი  ენერგიის  ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული    სექტორის    წინსვლის ხელშეწყობას   და    ამ მიმართულებით, მდგრადი    შედეგების უზრუნველყოფას. ერთობლივი  მიდგომა  საკითხისადმი,  გურიის რეგიონში წაახალისებს  კრეატიულ  გაერთიანებებს  და კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, რათა საქართველომ შეძლოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება.

_„ჩვენი, როგორც ინვესტორის მიზანია ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეცენტრალიზაცია, რაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ხელშესახები ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებს მოიტანს რეგიონებისთვის. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის პოლიტიკა, დიდწილად მიმართულია ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვიცით რა, ადგილობრივი საჭიროებები, სხვადასვა პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ   სოციალურ პროექტებს, თუმცა, ამავე დროს მაქსიმალურად  ვიყენებთ შესაძლებლობებს და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ვცდილობთ მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი პოტენციური დონორებისთვის და ინვესტორებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ ამ მუშაობის შედეგია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID -ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამებთან და ამით, ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან გურიის რეგიონის განვითარებისთვის და ხელშესახები ცვლილებეისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით,“ _ განაცხადა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა   მიხეილ ნიბლაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: „ბახვი 1 ჰესის“ გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მენეჯერმა დავით მიქელაძემ,  USAID-ის ენერგეტიკული უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე პირველმა,   „ჩაის გზის“ ასოციაციის ხელმძღვანელმა  ალეკო მამეშვილმა, „ბახმარო  Powder Project“-ის ხელმძღვანელმა ინგო შლუციუსმა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა ივანე ვაშაყმაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 68
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში  ერთერთი მნიშვნელოვანი  და პრესტიჟული  სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.  იგი, 1995 წლიდან მოყოლებულიყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები  ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.  ჩემპიონის…
  • 68
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.…