ლანჩხუთში მუზეუმთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,გურული მხედრები – 130“ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აღინიშნა.
თავდაპირველად გურული მხედრების მოედანზე მათივე სახელობის ფირნიში საზეიმოდ ლანჩხუთის მერის პირველმა მოადილე ეკატერინე გუჯაბიძემ და კინორეჟისორმა ირაკლი მახარაძემ გახსნეს.
შემდეგ კი გურული მხედრების ისტორია გაიხსენეს და ექსპონატები დაათვალიერეს. აქვე შესრულდა არაერთი გურული სიმღერა.
მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში. ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმში. ასევე, გამოფენა გაიმართა ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმში, სადაც ქართულ-უკრაინული სპექტაკლების შესახებ ვრცლად ისაუბრა ხელმძღვანელმა მაია ჩხაიძემ.
ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები
- 58
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის… - 56
ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა… - 55
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს… - 54
ბადრი ინგოროყვა _ბიოლოგი, ხელოვანი, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი,მთამსვლელი. პირველი, ცნობილი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის (ამჟამად სქიმ მონაზონი დედა ეკატერინე) წიგნი „ელესა“ გადავფურცლეთ და წლების წინ ბადრი ინგოროყვასთან ჩაწერილი ინტერვიუ „სიმღერა _სულის საზრდო!“ წავიკითხეთ: * * * „_ რა არის სიმღერა ბადრისთვის? _გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა… - 53
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…