ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროს გზაზე ულამაზესი სოფელი ჩხაკაურა გვხვდება. უნიკალურ მაღალმთიან ზონაში განლაგებული სოფელი სულ რაღაც 40-ამდე ოჯახს მოიცავს.

2022 წლის სასწავლო წლის დაწყებას, ჩხაკაურა განსაკუთრებით პოზიტიურად შეხვდა, რადგან სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების სკოლა, სადაც დღესდღეობით 28 მოსწავლე ირიცხება. თითოეული მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანია განათლების შესაფერის გარემოში მიღება.

მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების პროცესს, ჩხაკაურას სკოლა ახალი კომპიუტერებით გააგრძელებს. სამი უახლესი კომპიუტერი, რომელიც კომპანია „ბახვი ჰესმა“ განახლებული სკოლისთვის შეიძინა, უკვე ახარებს მოსწავლეებს და ეხმარება მეტი ინფორმაციის მოძიებასა და მიღებაში.

_ „ჩვენ ვაგრძლებეთ ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის განათლების კომპონენტის შესრულებას. წელს ჩხაკაურას საჯარო სკოლაზეც გავრცელდა ჩვენი ის პროგრამები, რომელსაც მთისპირში ვახორციელებთ 2021 – 2022 სასწავლო წლიდან. ჩხაკაურას სკოლა ჩაერთო ჩვენს ტრენინგ პროგრამაში, რაც გულისხმობს უფროსკლასელების ცნოიერების ამაღლებას გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ასევე, პროფსიულ ორიენტაციას იმ ეტაპზე, როცა მოსწავლე გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ დაგეგმოს მომავალი. ჩვენ სკოლა უზრუნველვყავით  კომპიუტერებითაც. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ ჩხაკაურის სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ექნებათ საშუალება საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ კომპიუტერები და ამით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლის პროცესი“ _ განაცხადა „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

_ „სასწავლო წელს სკოლის ახალ შენობაში შევხვდით, სკოლაში გვაქვს თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც საჭიროებდა კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. ამიერიდან, უკვე გვაქვს სამი ერთეული პერსონალური კომპიუტერი და ასევე საჭირო აქსესუარები, როგორიცაა ყურასასმენები თუ ხმის გამაძლიერებლები. ამ სიახლემ დიდი სიხარული გამოიწვია მოსწავლეებში, მათ უკვე გამოთქვეს სურვილი დაეუფლონ თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს. უკვე ერთი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ბახვი ჰესთან. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ჩატარდა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო სასწავლო-სავალდებულო ტრენინგები მოსწავლეთათვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.“ _  განაცხადა ჩხაკაურას სკოლის დირექტორმა, ალა მარმა.

„ბახვი ჰესი“, გარემოს დაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ოზურგეთში, კერძოდ, მთისპირის საჯარო სკოლის და ჩოხატაურში, ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებისთვის.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
     ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული მასწავლებლების ტრენინგი ბორჯომში 2023 წლის 17, 18 და 19 ივნისს ბორჯომში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებლები ბახვი ჰესის მიერ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად…
  • 63
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 63
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 61
     ბახვი ჰესი - პასუხისმგებლიანი მმართველობაკომპანია ბახვი ჰესი მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და იმ რეგულაციების შესაბამისად მუშაობს, რომელიც აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, IFC-ისა და EIB-ის. აღნიშნული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით ახალ, თანამედროვე სტანდარტს გვკარნახობს, რომელიც კომპანიას არაერთი შემარბილებელი ღონისძიების გატარებას აკისრებს. ასე მაგალითად, სოციალური საკითხების მიმართულება, რომლის აღსრულებაც ბახვი  ჰესისთვის მხოლოდ და მხოლოდ…