„ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ორჯაჭვიანი(ეგხ) „ბახვი1-2“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის  სკოპინგის საჯარო განხილვა 2023 წლის 27 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც დეტალური პრეზენტაცია განმახორციელებელი კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა და კომპანიის ტექნიკური გუნდის წევრმა, ინჟინერმა ვალერი ხაჩიძემ გააკეთეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში  საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირის თემში მერის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის  წარმომადგენლები, ასევე მთისპირის თემის სოფლებში (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) მცხოვრები მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც.

„ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით უნდა მივაწოდოთ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფო ელექტროსისტემის ცენტრალურ გადამცემ ხაზს. სწორედ ეს ავუხსენით დღეს მოსახლეობას საჯარო განხილვის ფარგლებში. ცხადია, ჩვენი სტანდარტები უცვლელია, შესაბამისად ამ გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდება იმ სტანდარტებით, რა სტანდარტებითაც უნდა აშენდეს ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები. მთისპირის  მოსახლეობა კარგად გვიცნობს, იცნობს ჩვენს პროექტებს და იცის თუ რა ტიპის ღონისძიებები განვახორციელეთ, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. გარემოსდაცვა მნიშვნელოვანი ასპექტია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენთვის“ _ განაცხადა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 56
     „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა,  2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს…
  • 55
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 54
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…