ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში 3 საათის განმავლობაში ჩატარდება.

„პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ჯგუფური თერაპია უკვე არსებული წევრებისთვის და მათ დაემატებიან ახალი ბენეფიციარებიც. ჯგუფი დაიყოფა ორ ნაწილად და თვეში ერთხელ 3 საათიანი შეხვედრა ჩატარდება. ასევე, გვემატება ახალი მიმართულებაც, კერძოდ, სპეციალისტის მიერ შშმ ბავშვების ინდივიდუალური შეფასება და საჭიროებიდან გამომდინარე მათთან ინდივიდუალური, ან ჯგუფური მუშაობა. სპეციალისტი ყველა ბავშვის მშობელს პერსონალურად ასწავლის თავის შვილებთან საჭირო მიდგომებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მშობლის როლი ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, კლუბის წევრი დედები იმდენად გაძლიერდნენ, რომ მზად არიან აღნიშნულ თემებსა და გამოწვევებზე ღიად ისაუბრონ. ეს სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა  მხარეს, მათ შორის ბახვი ჰესს, რომელიც თერაპიულ პროგრამას  კვლავ დააფინანსებს. მიღწეული წარმატება და დადებითი შედეგები სწორედ ერთიანი სულისკვეთების შედეგია“, – განაცხადა ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა და აღნიშნული პროექტის მენეჯერმა, მაკა შანიძემ.

„პროექტი გრძელდება კიდევ ერთი წლით. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა და რესურსი თითოეული მონაწილისთვის, რომ მიიღონ კიდევ უფრო მეტი თერაპიული მხარდაჭერა, აღმოაჩინონ საკუთარ თავში არსებული რესურსები, გააძლიერონ ის საყრდენი, რომელიც ერთად აღმოვაჩინეთ. რაც მთავარია, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს ადამიანები გახდნენ დამოუკიდებლები და თავიანთი სიძლიერიდან გამომდინარე შეუქმნან წარმატებული მომავალი, როგორც საკუთარ თავს, ასევე შვილებს“,– განაცხადა კურსის მოწვეულმა ფსიქოლოგმა, ნინო კერესელიძემ.

პროექტ „შშმ პირთა მშობელთა კლუბის“ განხორციელება 2023 წლის მარტიდან დაიწყო და ის 2024 წლის იანვარში დასრულდა. შეხვედრები თვის განმავლობაში ორჯერ ტარდებოდა. კურსის პირველი ეტაპის სამიზნე აუდიტორიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 35 არასრულწლოვანი შშმ პირის მშობელი წარმოადგენდა. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვისაა“, მხარდამჭერი კომპანია ბახვი ჰესი, რომელიც მოცემულ ინიციატივას აფინანსებს, პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს.

პროექტის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება 2024 წლის 27 იანვარს ჩოხატაურში გაიმართა. შეხვედრაზე შეჯამდა კურსის გასული წლის შედეგები დასასრულს კი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია ბახვი ჰესის წარმომადგენლები. ასევე, პროექტის ფარგლებში მოწვეული ფსიქოლოგი, ნინო კერესელიძე და ნინო კვირიკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    „ვისი ხვედრია თავისუფლება“  ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის 2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან…
  • 74
    ნევრიზ მიქელაძე სოფელ ზოტის საჯარო სკოლის ისტორიის შექმისათვის სკოლის ყოფილ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს მიმართავსკურსდამთავრებულებს მიმართავს სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც…
  • 73
    მთისპირის საჯარო სკოლაში უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ბახვი ჰესის ტრენინგი ჩატარდა  2024 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ბახვი ჰესის ორგანიზებით უსაფრთხოების წესებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა შეხვედრაზე უსაფრთხოების ძირითად ფორმებზედა ქცევის წესებზე ისაუბრა. ასევე, მან გააცნო ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია, თუ რა სახით ხდება უსაფრთხოების  დაცვა ბახვის…
  • 73
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულეს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
  • 70
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა. ,,სოფელ ნაგომარში დასრულდა 35 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. აღნიშნული ბაღი 2021 წელს დაზიანდა ხანძრის შედეგად. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, იაპონიის საელჩოს დახმარებით განხორციელდა სრული რეაბილიტაცია და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. საბავშვო ბაღი გურიის მხარეში…