სამი წლის წინ ფეხბურთის ცნობილი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი,ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაში 80-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემქმნელი ბახვა გიორგაძე გარდაიცვალა.იგი ახლა 88 წლის იქნებოდა.
მის სახელს უკავშირდება ლაითურის მეურნეობის ფეხბურთელთა გუნდ „გიგანტის“ წარმატებები გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი თავკაცობით „გიგანტი“ საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და ორჯერ საკავშირო „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული გახდა.
80-იან წლებში ბახვა გიორგაძე ოზურგეთის „მერცხალის“ გუნდის უფროსად დანიშნეს.. „მერცხალი“ 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, საკავშირო გათამაშების მე-2 ლიგა მოიგო და პირველი ლიგის საგზურისათვისაც იბრძოდა.
ბახვა გიორგაძის სახელს უკავშირდება არაერთი კარგი ფეხბურთელის მოსვლა „მერცხალში“. ომარ თეთრაძე „მერცხალიდან“ ჯერ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, შემდეგ იტალიის „რომაში.“..
მახსოვს, სხვა დიდ ფეხბურთელებთან (ჟორა თოხაძე, ვალერიან გეგიაძე, კოტე გოგატაძე და სხვები) ერთად, როგორ გვეხმარებოდა 1989 წელს გამოცემულ „მერცხალის“ საცნობარო წიგნის გამოცემა-გავრცელებაში.
მუდამ „მერცხალის“ წარმატების მოსურნე და მებრძოლი იყო. ხშირად გვტუმრობდა რედაქციაში, ინტევიუებში თავის გულისტკივილს და პრობლემის გადაჭრის გეგმებსაც გვაცნობდა.
მუდამ მაღალი ამბიციები ჰქონდა და პერიოდულად, წარმატებებსაც აღწევდა.
გუშინ სოფელ შემოქმედში, მის საფლავთან ბახვას ვაჟ ნიკა გიორგაძესთან ერთად, რამდენიმე მეგობარი შეიკრიბა. გუნდის ყოფილი მეცენატი გელა დოლიძე და ერმოგენ კომახიძე იყო მათ შორის და რედაქციაშიც ისინი მოვიდნენ.
მსგავსი სტატიები
- 86ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 80ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 78ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
- 77დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 76დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…