„თავისუფლება მზიას“, – ამ ლოზუნგით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სიმბოლურად მედიკამენტები მიიტანეს.

„ირაკლი დგებუაძეს ტკივილგამაყუჩებელი მოვუტანეთ, რომელსაც ჟურნალისტის სილა ეტკინა. მას არ აქვს უხერხულობის განცდა, ამბობს, რომ სტკივა. ცხადია ეს არის ირონია, თუ ამას ვერ ხვდება.

მას არაერთი ადამიანი ძალადობაში ადანაშაულებს. აქ წამლები ვერ უშველის, დარწმუნებული ვართ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, _აცხადებდნენ შეკრებილები.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 68
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 68
    ლაშა ტუღუში - მედიის წინააღმდეგ ახალი კამპანია არის მზადყოფნაში მოსვლა ყველაზე უარესი სცენარისთვის: თუ დასჭირდათ, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ - ეს არ არის მედიის კრიტიკა, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუციაეს არ არის ონლაინ მედიის კრიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია _  ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან,_ ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ონლაინ მედიის მისამართით, „ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას,…
  • 68
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 68
    „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდანგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
  • 67
    „პალიტრა მედიას“ განცხადებაბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…