140 წლის წინ, დღეს, 28 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ვაჟი დაიბადა – ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა. ამ ვაჟმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო საქართველოში და ქალაქ ოზურგეთში პროფესიული სასცენო ხელოვნების – თეატრი, კინო, ოპერა… დაბადება-განვითარებას.
გვეამაყება, რომ მის სახელს ვატარებთ და რომ ჩვენი თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებლია საქართველოს პირველი პროფესიონალი რეჟისორი სცენარისტი… მისი ბიოგრაფიის ბევრ ვერსიაში ამის შესახებ გაკვრით ან თითქმის არ არის საუბარი.
1914 წლის 1 ივნისს ოზურგეთის თეატრის აღდგენილი შენობა 500 ადგილიანი მაყურებელთა დარბაზით საზეიმოდ სწორედ ახალგაზრდა რეჟისორის ალ. წუწუნავას პრემიერით გაიხსნა სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“. სპექტაკლში მონაწილეობდა ლადო მესხიშვილი.
ვულოცავთ ყველა თეატრალს ამაგდარი რეჟისორის იუბილეს და ჩვენს თეატრს ვუსურვებთ წუწუნავებთან, გერმანე გოგიტიძესთან, ვასო ურუშაძესთან, სანდრო ჟორჟოლიანთან, სესელია თაყაიშვილთან და სხვა კაშკაშა სახეებთან ერთად დაწყებული ისტორია შესაბამისი შემოქმედებითი გამარჯვებებით შეევსოს. ფოტოზე: ალ. წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე.
მსგავსი სტატიები
- 57,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 541953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 53"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 52საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…