საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს:
„ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!” ბარემ ერთი რამესაც გეტყვით სერიიდან – “მაშინ ხმას რატომ არ იღებდი?” და მერე გავაგრძელებ მთავარს – წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმრებისადმი საშინელი მოპყრობა, განსაკუთრებით ზოგიერთ ციხეში. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ გვიან შეიტყო, ე.წ. ,,ცოცხების” სკანდალის დროს და დამიდასტურებენ ალბათ სხვები, მე ვიყავი იშვიათი საჯარო მოხელე, რომელმაც ღიად დაგმო ეს ამბავი და ნებისმიერი დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. ძნელია ჩემთვის რაღაცების ,,წამოძახება”, შეცდომის მეტი რა დამიშვია, მაგრამ იმ ჟანრში, თქვენ რომ ეძებთ, ვერ იპოვით და ტყუილად ირჯებით.
რაც შეეხება ციხეში მასწავლებლობის დაწყების ამბავს, ჩემი ხელით რომ ჩავაწერინე მეგობარს ვიკიპედიაში და იქ იპოვეს, როგორც დიდი საიდუმლო, ამგვარია და ცოტა ნოველას ჰგავს. მაშინ სტუდენტი ვიყავი, ბინის ქირის გადახდა არ შემეძლო და სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ვათევდი ღამეს ჩემს მამიდაშვილთან, მამა დავითთან. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული გაზეთი გამოგვეცა და დავიწყეთ იმ ხალხის ძებნა, ვინც ცოტა ფულს მოგვცემდა ამ ხარჯისთვის. მთავარ მაძიებლად მე დავინიშნე, დიდი ვნება მქონდა და არნახული თავგადასავლები გადამხდა – ძირითადად ხელმოცარვით და მარცხებით. აი, ეს კი, რასაც გიყვებით, გამარჯვების ისტორიაა. მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ, მოწყენილი რომ ვიჯექი მღვდლებსა და მომავალ მღვდლებს შორის გასაშლელ ლოგინზე, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე სხვა სამი მეგობარიც დაგვემატა. მივყვებოდით რუსთავის მიკროავტობუსს და შემდეგ ფეხით სამ კილომეტრს გავივლიდით გარდაბნისკენ ციხემდე, რომ გვენახა ჩვენი ახალი მეგობრები. ლიტერატურის სწავლის მსურველები გადმოდიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში და იქ ვმართავდით მსჯელობას. საოცარი გამოცდილება იყო და გაგრძელდა რამდენიმე წელი ვიდრე აგვისტოს ომამდე. დღესაც ყურში ჩამესმის ბადრაგის ხმა, გაკვეთილზე რომ უხმობდა მაგალითად ერთ-ერთ ,,მოსწავლეს”: ,,ქურდაძე გიგლა, გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსთან!” არავის მოუყოლია ჩვენთვის იქაურ მძიმე ბედზე, ან გვიმალავდნენ ან კონკრეტულად ის ზონა იყო მსუბუქი. არ ვიცი. ყველა მათგანთან დღემდე ვმეგობრობ – გიგლასთან, იკოსთან, პაპასთან, ლენონასთან, რა ვიცი – ბევრთან. გაზეთიც მაშინდელი ხელფასის ფულით გამოვეცით, რომელიც მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა LIB.GE ედ იქცა.
ჰოდა, არ ვარ მე იოლი ბიოგრაფიის მქონე კაცი, მეგობრებო, რაც გასავლელი და არაგასავლელი იყო, ყველაფერი შემემთხვა და გადავლახე. გამახსენეთ ხოლმე ჩემი ცხოვრების საოცარი ამბები, თუნდაც თქვენეული ინტერპრეტაციით და მე სიმართლეს მოვუყვები ხალხს. და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბინძურ ომს.
თქვენი
გიორგი კეკელიძე“
მსგავსი სტატიები
- 100
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს… - 100
„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად, სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს… - 100
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება… - 100
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი… - 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…