ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა.
ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების ფარგლებში ერთობლივად, არაერთხელ ვიმსჯელეთ საარჩევნო საკითხებზე. მოვისმინეთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები, რამაც გაგვიმარტივა ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ინტერესი, რომელიც ამ არჩევნებმა გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ამ არჩევნებს დღეს აკვირდებოდნენ ჩვენი კოლეგები 12 ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. აგრეთვე 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და რა თქმა უნდა მედია. ეს ინტერესი გარკვეულწილად გამოწვეული იყო სწორედ იმ ფაქტით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ფართო მასშტაბით გამოვიყენეთ ელექტრონული ტექნოლოგიები და ამ მხრივ არაერთი ნოვაცია შევიტანეთ საარჩევნო პროცესში.
სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათნახევარში, გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებითაც, ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.
ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:
№ 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა , 4.67 %
№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %
საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:
გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა
თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა
ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა
ტყიბული
№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 %
№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %
ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია
ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა
თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 9 559 ხმა
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს, საუბნო, საოლქო და ცენტრალურ დონეზე, ასევე, სწავლების ცენტრს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა, 24 საათიან რეჟიმში იმუშავეს და ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. ასევე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს. ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ დღეს რომ არჩევნები საერთო საქმეა!“_ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
მსგავსი სტატიები
- 68„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…
- 66ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 63ოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…
- 62ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…