დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას.
ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი იმედგაცრუებამ. მათმა დიდმა ნაწილმა დაკარგა განცდა, რომ ისინი შეძლებენ დასახული მიზნების მიღწევას ამ ქვეყანაში, რომ მათი განათლება და შრომა სასურველ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგს გამოიღებს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი შიდა და გარე მიგრაციის გზაზეა. სოფლებსა და თემში ძნელია იპოვო 16- დან 30 წლამდე ახალგაზრდა. მათი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს და ნაკლებად უბრუნდება რეგიონს, ნაწილი , ვინც უმაღლეს განათლებას ვერ იღებს, სკოლის მერხიდანვეა ემიგრაციის გზაზე შემდგარი. მტკივნეულად აღსაქმელია სოციალურად დაუცველი, ობოლი, ძალადობის მსხვერპლი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ცრემლი, მუდარა, სიღატაკე, უმწეობა. იმედგაცრუება და ნიჰილიზმი კეტავს საზოგადოებაში უკეთესი მომავლის განცდას და რწმენას, რომ აქვე, ჩვენს სამშობლოში შეგვიძლია ვიყოთ შემდგარი, პერსპექტიული, დამოუკიდებელი, შემწყნარებელი ადამიანები.
მედიასივრცეში მიჩუმათებულია და ნაკლები ადგილი უჭირავს წარმატების პროტოტიპის შექმნას და ჩვენებას. ასეთ ვითარებაში დიდი როლი სკოლამ და ,ზოგადად, განათლების სისტემამ უნდა შეასრულოს და მოზარდებსა და ახალგაზრდებს დაანახოს ცხოვრების სხვა გზა, სხვა ფერი, სხვა პერსპექტივა.
სწორედ ამ ერთფეროვნების შესაცვლელად სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის სასკოლო კლუბ,,პარადიგმა“-ს მიერ დაიდეგმა სასკოლო პროექტი: ,,წაიღე ჩემი სევდა!“
,,გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით ამ თემას და გვემუშავა საკითხზე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების გაჯანსაღებისკენ მიმართულ გრძელვადიან მიზნებს, აამაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებაში გააჩენს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და გაფანტავს უიმედობასა და სასოწარკვეთას. აგრძნობინებს ადამიანებს მხარდაჭერასა და ემპათიას.“_ განაცხადა კლუბის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა ლელა საჯაიამ.
ლელა საჯაია გაზეთ „ალიონს“ დასახელებული პროექტის შესახებ ესაუბრა: _გურიაში განსაკუთრებით არ სწყალობენ პროფესიულ განათლებას. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საკითხი სადისკუსიოდ სასკოლო კლუბის წევრებისთვის შეგვეთავაზებინა. ვფიქრობ, იდეამ გაამართლა. მოსწავლეები დიდად დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით.
დისკუსიის დროს მიმოვიხილეთ შექმნილი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიული განათლების პერსპექტივებზე. შევეხეთ ქვეყანაში გაბატონებულ უიმედობას, ნიჰილიზმს , უპერსპექტივობას. ვისაუბრეთ პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე, განვიხილეთ წარმატებული პრეცენდენტები. ვესაუბრე პირად მაგალითზეც, მე დღეს, ჩემს ასაკში გადავდგი ძალიან კარგი ნაბიჯი და დასაქმებულმა ადამიანმა მივიღე დიდი გამოცდილება კოლეჯში მოკლევადიანი პროგრამის გავლით. ავუხსენი მათ, რომ პროფესიული განათლება საუკეთესო შესაძლებლობაა იყო მოთხოვნადი მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე.
დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ პროექტის მომზადება პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით.
მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფურად. შექმნეს პროექტის საბოლოო ვერსია. დაგეგმეს ღონისძიებები. მოიძიეს დამხმარე ლიტერატურა. გამოიყო სამიზნე ჯგუფები: პროექტის მხარდამჭერები, შემსრულებლები.
პროექტზე მუშაობა წარიმართა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი- პრობლემის იდენტიფიცირება. სამუშაო ჯგუფების შექმნა. პრეზენტაცია პროექტის ჩარჩოს შესახებ შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით; პროექტის სახელის შერჩევა. ინტერვიუ მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
II ეტაპი- მოძიებული ინფორმაციების დახარისხება.
III ეტაპი-პროექტის ჩარჩო-დოკუმენტის მომზადება.
IV ეტაპი- პროექტის ხელმძღვანელი მოსწავლეების შერჩევა. მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და სკოლის დირექციასთან შუამდგომლობა.
V ეტაპი- პროექტის გაცნობა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებისათვის და თანამშრომლობის განხილვა. დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტის შექმნა და მხარდაჭერის მოპოვება.
პროექტზე მუშაობა იყო რთული, მაგრამ საინტერესო. მთავარი სიძნელეები, დაბნეულობა, არაორგანიზებულობა, დროის არაეფექტური ხარჯვა, პასუხისმგებლობის აღების შიში , ასე თუ ისე დავძლიეთ. ვეჩვევით გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის პატივისცემას, ვაფასებთ ერთმანეთის შრომას, ვაღიარებთ თითოეულის უნარს და შესაძლებლობას. პროექტზე მუშაობის ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძელით წინ წამოგვეწია ის უნარები, რომელთა გარეშე ძნელია სოციუმში ადაპტირება.
სასიხარულოა, რომ ამ პროექტმა შეძლო ბევრი მოსწავლის დაინტერესება. ეს არის სასკოლო კლუბის პირველი პროექტი , რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით განხორციელდა.
როგორც გვითხრეს, პროექტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ და საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა მოსწავლეებს გააცნეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალგაზრდული პროექტები და აღუთქვეს სამომავლო მხარდაჭერა საინტერესო იდეების და წინადადებების განხორციელებაში. განხორციელდა ინფო ტური ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ჰორიზონტი“. კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ნინო ჩხიკვიშვილმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო პროგრამები, რომლებზეც უკვე დაწყებულია განცხადებების მიღება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა წარმატებული მაგალითების დემონსტრირება. მომზადდა ვიდეო რგოლი და პოსტერი. პოსტერი გამოიფინება სკოლის ერთ- ერთ კედელზე, შეცვლის ადგილობრივ გარემოს და მოსწავლეებს ყოველთვის შესახსენებს, რომ მათ შეუძლიათ საქმის კეთება, რომ ისინი თავად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც სარგებლის მომტანია მათთვის და საზოგადოებისათვის.
მსგავსი სტატიები
- 100პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…
- 100სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
- 93დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 9124 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის ფლენქას დარბაზში შედგა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის და ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის მიერ შექმნილი მუსიკალური და მულტიმედიური პროექტის ,,მზის შვილების“ პრემიერა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. იგი ჩატარდა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ვოლფგანგ სობოთქასა და ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ…
- 91დღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში უსახელო გალერეა თბილისმა, წარმოადგინა „შემოქმედებითი პროტესტის სკოლის“პროექტის მოგზაური გამოფენა_ცოდნის ჰიბრიდული მედიაცია. გაზეთი „ალიონს“ ამ გამოფენის შესახებ, ღონისძიების კურატორი გიორგი როდიონოვი ესაუბრა: _შარშან, შემოდგომაზე ქართველი, უკრაინელი და გერმანელი ხელოვანები შეიკრიბნენ და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ჰიბრიდულ საგანმანათლებლო პროექტზე, სადაც ორი მიმართულება იყო _ონლაინ შეხვედრები და მენტორული…