დღეს,   „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის განმავითარებელი კომპანია CCEH Hydro VI-ის ინიციატივით, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების შედეგების განხილვა ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.

სპეციალურად ამ განხილვისთვის, კომპანიამ ოზურგეთში მოიწვია იმ საერთაშორისო კომპანიების ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ კვლევებზე. სწორედ მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას კვლევების შედეგები და რეკომენდაციები. კერძოდ, კლიმატის და კუმულაციური ზემოქმედების კვლევებზე იმუშავა 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტმა, პიერ ბიდერმანმა. ის ამჟამად ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელი და მთავარი კონსულტანტია. რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების კვლევას, ამ ნაწილში კომპანია CCEH-მა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ოფისთან გააფორმა ხელშეკრულება. კვლევას, უშუალოდ ბრიტანელი ექსპერტი, ნიკოლა ფოლკსი ხელმძღვანელობდა. ის ბახვი 1 ჰესის საპროექტო ტერიტორიის შესწავლაზე საქართველოს ამა წლის ივნისის თვეში სტუმრობდა.

ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური კვლევების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბახვი 1 ჰესის პროექტით დაინტერესებული მხარეები. კერძოდ, ბახვი 1 ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომელიც თავის მხრივ დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი პირებით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სექტორიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის და უშუალოდ საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მდებარე  სოფლების წარმომადგენლები.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდა.

 _ „ჩვენი უპირველესი მიზანი იყო გაგვეზიარებინა დაინტერესებული მხარეების რჩევა, რომელიც უნდა ითქვას, რომ სრულ თანხვედრაში მოდიოდა ჩვენს გეგმებთან და კვლევების გარკვეული ნაწილი ჩაგვებარებინა მსოფლიოში აღიარებული უცხოელო ექსპერტებისთვის. უკვე, მაისში გავაფორმეთ ხელშეკრულებები და კვლევები, რომელიც ასე აღელვებდა ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ, ბიომრავალფეროვნება, მიკროკლიმატზე გავლენა და კუმულაციური ანგარიში,  ივნისიდან დაიწყო. ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის თუ რა ვითარებაა საპროექტო ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით და რა შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული. ასევე, დავრწმუნდით, რომ საპროექტო ჰესი თავის მასშტაბებიდან გამომდინარე კლიმატზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება კუმულაციურ ზემოქმედებას, რომელიც თანმდევი ან კომბინირებული ზემოქმედების ერთობლიობაა, რაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ან პროექტებს, გარკვეულ ბუნებრივ გარემოზე ან სოციალურ ჯგუფებზე, აქ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც უკვე არის ჩვენი ვალდებულება, იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ან კიდევ, შევარბილოთ  გავლენა“ _ განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH Hydro VI -ის დირექტორმა.

„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხის მენეჯერის, დავით მიქელაძის განცხადებით,  „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესს არ ექნება გაზომვადი ან მნიშვნელოვანი ზემოქმედება ბახმაროს მაკრო ან მიკროკლიმატზე, და არც მდინარე ბახვისწყლის წყალშემკრებ აუზზე. სწორედ აქედან გამომდინარე, პროექტს არ ესაჭიროება რაიმე სახის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება კლიმატის საკითხთან მიმართებაში. კლიმატის კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ  რეზერვუარების ზედაპირის ფართობები, რომლებსაც  რაიმე სახის ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ მიკროკლიმატზე ან ნისლის წარმოქმნა/გაქრობაზე, მოიცავს  ასობით ან ათასობით  კვადრატულ კილომეტრს. ცნობისათვის, ბახვი 1-ის რეზერვუარი არის მეოთხედ ჰექტარზე ნაკლები (0,0023 კვადრატული კილომეტრი). რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების კვლევას, ის ბახვისწყლის ხეობაში, საპროექტო არეალის ძირეული შესწავლით დაიწყო. უცხოელმა ექსპერტმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა ფლორისა და ფაუნის ყველა წარმომადგენელი და მათი ჰაბიტატი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კალმახის შესწავლას და იმ შემარბილებელი ღონისძიებების ჩამოყალიბებას რაც უზრუნველყოფს მისი არსებობის უპრობლმეოდ გაგრძელებას. ასევე, დეტალურად იქნა შესწავლილი ტყის საფარი და მივიღეთ ტყის განაშენიანებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც IFC და EIB-ის მიერ განსაზღვრულ ბიომრავალფროვნების შენარჩუნების პრინციპებს ეყრდნობა. ბრიტანელი მკვლევარის თქმით, თუ მენეჯმენტი განახორციელებს ყველა შემოთავაზებულ შემარბილებელ ღონისძიებას, „ბახვი 1 ჰესის“ პროექტს არ ექნება ბიომრავალფეროვნებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რაც ცხადია რომ ჩვენი ინტერესიც არის.  რაც შეეხება კუმულაციური ზემოქმედებას,  ფრიად საინტერესო კვლევაა და უფრო ფართო ჭრილში განიხილავს ბახვი 1 ჰესის და სხვა ინიციატივების ერთობლივ ზემოქმედებას. მასში, ფრანგი ექსპერტის მიერ ჩაიდო კონკრეტული რეკომენდაციები ზემოქმედების  შერბილების კუთხით, მდინარისა და თევზის, ტყის საფარის, ტრანსპორტირების მენეჯმენტისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით, რაც ცხადია გათვალისწინებული და შესრულებული იქნება კომპანიის მიერ“.

უცხოელი ექპერტების მიერ ჩატარებული კვლევების პარალელურად პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის დოკუმენტის მომზადების ფარგლებში კვლევებს ახორციელებს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგი“. სწორედ გზშ-ს დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი იქნება დღეს გაჟღერებული კვლევების შედეგებიც.

მსგავსი სტატიები

  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
  • 75
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 74
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 74
    ბახვი ჰესის ტრენინგ მოდული უფროსკლასელთათვის მთისპირსა და ჩხაკაურაში დაიწყო2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…